ზელენსკი - თუ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ ამ ომს

როცა ბოროტება ასეთ მასშტაბს აღწევს, დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება, თუ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ ამას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე და იმაზე, რომ ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეების სტიმულირება განვახორციელოთ, იგრძნონ პასუხისმგებლობის ნაწილი იმაზე, რაც ხდება. რუსული პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში სავიზო შეზღუდვის შესახებ დისკუსია ყოველდღიურად ფართოვდება, მას ახალი სახელმწიფოები და ახალი პოლიტიკოსები უერთდებიან. საბოლოო ჯამში, ამან უნდა გამოიწვიოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ბოროტება ასეთ მასშტაბს აღწევს, ადამიანების დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, მაშინ არ იბრძვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ ამას. და სადაც არ უნდა იყოთ – როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თქვენი ხმა უნდა ჟღერდეს უკრაინის მხარდასაჭერად და შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები