გიორგი ბოტკოველი - სასწრაფოდ მიიღონ ზომები და ყურძნის ფასი, ოღონდ კონკურენტუნარიანი ბაზრის საფუძველზე, უნდა იყოს მინიმუმ ერთი ლარი და 50 თეთრი

მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღონ შესაბამისი ზომები და ყურძნის ფასი, ოღონდ კონკურენტუნარიანი ბაზრის საფუძველზე, უნდა იყოს მინიმუმ ერთი ლარი და 50 თეთრი, რომელიც გლეხს მისცემს საშუალებას ელემენტარულად წლიდან-წლამდე თავი გაიტანოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, უახლოეს დღეებში კახეთის რეგიონში დაიწყება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც გლეხი დაიწყებს საკუთარი მოსავლის დაბინავებას და როგორ ხვდება დღევანდელი ხელისუფლება ამ პროცესს, მინდა ამაზე მივიქციო თქვენი ყურადღება.

მთელი ამ წლების განმავლობაში იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას მაქსიმუმი გაეკეთებინა და ჩამოეშორებინა კონკურენტუნარიანი ბაზარი ყურძნის მიმართულებით, შეექმნა და მოეძიებინა უფრო მეტი გარე ბაზარი, სადაც ადგილზე მოპოვებული პროდუქცია და შემდგომ წარმოებული ღვინო და სხვა მიღებული პროდუქცია ისეთ ფასად გასაღებულიყო, სარგებელი მიეღო როგორც მომყვანს, ისე მწარმოებელს და ისე ხელისუფლებას. ფაქტობრივად, ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია და პირიქით, მავნებლურად, ყოველწლიურად კონკრეტული კერძო პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწესებს ფასებს და იგივე შემთხვევას მივიღებთ წელსაც.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 2022 წელს ყურძნის როგორც მინიმალური, ისე მაქსიმალური ფასი იყოს 90 თეთრი და რას აკეთებს ამით? ამით მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ინტერესს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებთან, მათ შორის ადიკო ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება დღევანდელი ხელისუფლების კორუფციულ საქმიანობას და მინიმალურ ფასად მიღებული ყურძნით აწარმოოს სპირტი და შემდეგ ამ სპირტით მიიღონ დამატებითი მილიონები.

როდესაც გლეხი წლიდან წლამდე შეჰყურებს ბუნებას და ელოდება როდის გაუნადგურებს ან არ გაუნადგურებს სეტყვა თუ სხვა სტიქიური უბედურება მას მოსავალს, ბუნებიდან გადარჩენილი მოსავალი შემდგომ უკვე ხდება ხელისუფლების მიერ განხორციელებული სტიქიური ქმედებების შედეგის მიმღები.

ჩვენ ყველას გვახსოვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თელავის ცენტრში იდგა და აკეთებდა კონკრეტულ განცხადებას რთველთან და ყურძენთან დაკავშირებით. როდესაც მინიმალური ფასი იყო ერთი ლარი, მან განაცხადა: "როგორ შეიძლება ერთ ლარზე ნაკლები დაადო ყურძენს, ერთი ლარიც არ არის ყურძნის ფასი“. ის უნდა ყოფილიყო მინიმუმ 2 ლარი და მეტი.

თქვენ ხედავთ თუ როგორ ვითარდებოდა ყოველწლიურად მოვლენები და ეს იმ ფონზე, როდესაც თვითონ აწესებდა ტარიფს და ეს ხელს უშლის არა მარტო ადგილზე წარმოებას და იმას, რომ უკვე კარგი მოსავალიც და ცუდი მოსავალიც ერთ ფასში ხდება და იქიდან მიღებული უკვე ერთ ჭურჭელში მოთავსებული პროდუქციით მივიღებთ არაეფექტურ, არაკონკურენტუნარიან და არახარისხიან ღვინოს და შემდგომ ეს ყველაფერი აფუჭებს საერთაშორისო ბაზარსაც. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მაინც რჩება გლეხი, რომელსაც ფაქტობრივად, ყოველწლიურად უძვირდება შხამქიმიკატები, ყოველწლიურად უძვირდება შესაბამისი სასუქები. მაგალითად, 2019-2020 წლებთან შედარებით წელს გაორმაგებულია შესაბამისი შესაწამლების და სასუქების ფასი და ხედავთ თუ როგორ იკლებს ყოველწლიურად და ასევე მის მსყიდველუნარიანობას.

2012 წელს ყურძნის ფასი იყო ერთი ლარი, რომელიც შეადგენდა 60 ცენტს და დღეს, როდესაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ თვითონ დააწესოს და არა ბაზარს მისცეს რეგულირების საშუალება, ყურძნის ფასი იქნება 28 ცენტი. ეს იმის შესაბამისად რა ფასებიც არსებობს შესაბამის პროდუქციაზე, რომელიც ჭირდება ამ ყველაფრის მიღებას და მოსავლის მიღებას, ასევე იმ პროდუქტებზე, რომელიც ჭირდება ადამიანს ელემენტარულად ყოველდღიურად რომ თავი გაიტანოს და არა რამე განსაკუთრებული შემოსავალი მიიღოს", - განაცხადა ბოტკოველმა.

ამასთან, მან მოუწოდა ხელისუფლებას, ყურძნის ფასი მინიმუმ ლარი და 50 თეთრი იყოს კონკურენტუნარიანი ბაზრის საფუძველზე.

"მე ახლა მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღონ შესაბამისი ზომები და ყურძნის ფასი, ოღონდ კონკურენტუნარიანი ბაზრის საფუძველზე, უნდა იყოს მინიმუმ ერთი ლარი და 50 თეთრი, რომელიც გლეხს მისცემს საშუალებას ელემენტარულად წლიდან-წლამდე თავი გაიტანოს, შვილი სკოლაში ატაროს, ფქვილი იყიდოს და ელემენტარული საშუალებები შეიძინოს, რომელიც მას არსებობისთვის ჭირდება. 

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და არავის არ ეგონოს, რომ თუნდაც ის, რაშიც ჩაფლულია ადიკო ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებიც სპეციალურად არეგულირებენ ფასს, რომ შემდგომ მათ მიერ წარმოებული სპირტი უკვე დაბალფასიანი მიიღონ და შესაბამისად, მეტი შემოსავალი მიიღონ მისი რეალიზების შემთხვევაში.

ამ ყველაფერს აუცილებლად პასუხი გაეცემა, ეს არის ხალხის წინაშე, გლეხის წინაშე, მშრომელი ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაული და ამ დანაშაულზე ძალიან მალე კონკრეტულ ადამიანებს მოუწევს პასუხისგება", - განაცხადა ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები