აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები როდოსის მიტროპოლიტ კირილე II-ის მიწვევით ლიტურგიას დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები როდოსის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, როდოსის მიტროპოლიტ კირილე II-ის მიწვევით ლიტურგიას დაესწრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე  ანზორ მარგიანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ როდოსის ადგილობრივ ხელისუფლებასა და როდოსის მიტროპოლიტ კირილე II-ს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. მათ, ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და განიხილეს სამომავალო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-ემ ისაუბრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ავტორიტეტსა და მრავალწლიან ღვაწლზე მართლმადიდებლურ სამყაროში.
დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები