პუტინი - რუსი სამხედროები ყოველთვის საიმედოდ იცავდნენ სამშობლოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, თავისუფლებას ანიჭებდნენ სხვა ხალხებს

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსული ჯარი და დონბასის მებრძოლები "ღირსეულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას“ უკრაინაში.

"ისინი იბრძვიან რუსეთისთვის, მშვიდობიანი ცხოვრებისთვის დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას, ეტაპობრივად ათავისუფლებენ დონბასის მიწას“, - განაცხადა პუტინმა მოსკოვის მახლობლად მდებარე პარკ "პატრიოტში", "არმია-2022"-ის ფორუმის გახსნაზე.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსი სამხედროები "ყოველთვის საიმედოდ იცავდნენ სამშობლოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, თავისუფლებას ანიჭებდნენ სხვა ხალხებს".

პუტინმა ასევე მადლობა გადაუხადა იარაღის მწარმოებლებს, "არმიისა და საზღვაო ძალების თანამედროვე იარაღით აღჭურვისთვის, რომელიც დღეს მუშაობს გამარჯვებისთვის, მთელი ქვეყნის, მთელი რუსეთის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარებისთვის“.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი აფასებს კავშირებს ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებთან. მისი თქმით, რუსული იარაღი მთელ მსოფლიოში ფასდება და რუსეთი მზადაა შესთავაზოს ის თავის პარტნიორებს, რომლებთანაც გეგმავს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას.

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს მრავალი მოკავშირე, პარტნიორი, თანამოაზრე ადამიანი სხვადასხვა კონტინენტზე", - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, "ეს ის სახელმწიფოებია, რომლებიც არ იხრებიან ე.წ ჰეგემონის წინაშე, მათი ლიდერები ავლენენ ნამდვილ მამაკაცურ ხასიათს“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები