წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის თანამშრომლობა "სუფთა გარემოსთვის" ფარგლებში დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის თანამშრომლობა "სუფთა გარემოსთვის’’ ფარგლებში დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ნიკა კვერნაძე, მოლდოვას, სომხეთისა და რუმინეთის დელეგაციებისა და საერთაშორისო პროექტის "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო პროექტის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე, ახალი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების დადებით მხარეებსა და ნარჩენების მართვის გამოწვევებზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

პროექტის მიზნები, ამოცანები და სამომავლო პერსპექტივები ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების ჭრილში განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა იმერეთის მეცნიერთა კავშირის სპექტრის თავმჯდომარემ ქეთევან ცხაკაიამ.

საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს და კონფერენციის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს ქალაქ წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქების :უნგენის(მოლდოვა), გალაცას(რუმინეთი), ვანაძორის(სომხეთი)დელეგაციების წევრებმა. წყალტუბოში გარემოსდაცვისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით გაწეული მუშაობა შეაფასეს და განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ხათუნა მაღლაკელიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ ეკოლოგმა ელენე გამყრელიძემ, გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია მამისეიშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ეკოლოგიის წრის ხელმძღვანელმა ცირა ბერეკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები