ექსკურსიაზე მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე გარდაცვლილი 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის საქმეზე გურჯაანის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა სპორტის მასწავლებელი უდანაშაულოდ სცნო, ხოლო კლასის დამრიგებელს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა შეუფარდა, რაც პირობითი სასჯელით განესაზღვრა. 

"რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის სასამართლომ (მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი) გამოაცხადა გადაწყვეტილება სოფის საქმეზე, წარდგენილი ბრალი იყო 220-ე მუხლის მეორე ნაწილი, გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია:

სპორტი მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. (ისეთი სიხარულის ღრიალი მორთო გული შემიწუხდა, ალბათ, ამიერიდან უფრო ბედნიერად გააგრძელებს მუშაობას იმავე სკოლაში, აბა ჰე აბა ჰო)

დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც განესაზღვრა პირობითი სასჯელით.

მინიმუმ ის მაინც დაამტკიცა ბავშვიკმა, რომ მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციის უსინდისო მტკიცებისა, სოფის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ.

ჯოჯოხეთის ერთი თავი რომ დასრულდა სამი წლის მერე, ეგ ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ ამწამს", - წერს  გარდაცვლილის და სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში.

2019 წლის 26 მაისს ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილი ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარეში ჩავარდა და გამოსვლა ვერ შეძლო. მაშველებმა მისი ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmanqieri%2Fposts%2Fpfbid032PV38Nkx7To37eVX48fWX6YB2m8zfMkuvihNdXqvCz5hKppEF2uefb7ZRYsuLgA6l&show_text=true&width=500" width="500" height="316" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>