ზელენსკი - რუსული ჯარი უნდა მოშორდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რაც შეიძლება სწრაფად და ყოველგვარი პირობების გარეშე

რუსეთის ჯარები უნდა მოშორდნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და ყველა მიმდებარე ტერიტორიას, ასევე გაიყვანონ სამხედრო ტექნიკა სადგურიდან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

"მხოლოდ აბსოლუტური გამჭვირვალობა და კონტროლირებადი სიტუაცია იქნება ატომური უსაფრთხოების დაბრუნების გარანტია. რუსეთის არმია უნდა მოშორდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და ყველა მიმდებარე ტერიტორიას, გაიტანოს თავისი სამხედრო ტექნიკა ქარხნიდან. ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი პირობების გარეშე და რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის უზრუნველყოს IAEA-ს მიერ სათანადო კონტროლი და შესაბამისი მისია შეიძლება გაიგზავნოს ატომურ ელექტროსადგურზე ლეგალური გზით - რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები