ერდოღანი ლვოვში ჩავიდა

ერდოღანი ლვოვში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ერდოღანი უკვე ლვოვში იმყოფება, სადაც უკრაინის პრეზიდენტს და გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება.

პოლონეთის საერთაშორისო აეროპორტში  ერდოღანმა ხანმოკლე შეხვედრა გამართა პოლონეთის რეგიონის გუბერნატორთან რადოსლავ ვიატრასთან და თურქეთის ელჩთან ვარშავაში ჩენგიზ კამილ ფირატთან. ამის შემდეგ კი თურქეთის ლიდერი ლვოვში გაემგზავრა.

დღეს ლვოვში დაგეგმილია შეხვედრა უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ასევე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შორის.

სამმხრივი მოლაპარაკებების დროს ერდოღანი, ზელენსკი და გუტიერეში ისაუბრებენ ომის დასრულების გზებზე, ასევე „მარცვლეულის დერეფნებზე“.

არსებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი ზელენსკის პუტინთან პირისპირ შეხვედრის ორგანიზებასაც შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები