ერდოღანი - ანკარას არ სურს, რომ მსოფლიომ მეორე ჩერნობილი გამოსცადოს

ლვოვში ზელენსკის, ერდოღანსა და გუტიერეშს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. უკრაინის, თურქეთისა და გაეროს ლიდერებს შორის საუბარი 40 წუთს გაგრძელდა. 

ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ანკარას არ სურს, რომ მსოფლიომ მეორე ჩერნობილი გამოსცადოს, ამიტომ იგი ყველა ღონეს გამოიყენებს, რომ ომი დიპლომატიური გზით დაასრულოს.

"თურქეთი მზადაა უკრაინას დახმარება გაუწიოს ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენაში. ანკარა იმედოვნებს, რომ "მარცვლოვანი შეთანხმება“ დაეხმარება უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევას. ომი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასრულდეს და ახლა მთავარი ამოცანაა ამისთვის უმოკლესი გზის პოვნა", - განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები