ზელენსკი - რუსეთთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების სრული გაყვანის შემთხვევაში

რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ ერთი პირობით - უკრაინის ტერიტორიიდან ყველა საოკუპაციო ჯარის გაყვანის შემდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ლვოვში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან და გაერო-ს გენერალურ მდივან ანოტნიო გუტიერეშთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე "მარცვლეულის შეთანხმების“ განვითარებაზე ისაუბრეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და შეწყვიტოს პროვოკაციები და სადგურის დაბომბვა.

თავის მხრივ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

მისივე თქმით, ანკარას არ სურს, რომ მსოფლიომ განიცადოს მეორე ჩერნობილი, ამიტომ იგი ყველა ღონეს გამოიყენებს, რომ ომი დიპლომატიური გზით დაასრულოს.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა უკრაინას დახმარება გაუწიოს ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენაში.

ამასთან, ანკარა იმედოვნებს, რომ "მარცვლოვანი შეთანხმება“ დაეხმარება უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევას. "ომი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასრულდეს და ახლა მთავარი ამოცანაა ამისთვის უმოკლესი გზის პოვნა", - აღნიშნა ერდოღანმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები და ტექნიკა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან, რადგან სადგურის ნებისმიერი დაზიანება თვითმკვლელობაა.