უკრაინელმა სამხედროებმა უახლესი რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს, რომლის ღირებულება 50 მილიონი დოლარია

უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიდევ ერთი რუსული "ჩიტი" ჩამოაგდეს - მორიგი სამიზნე რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უახლესი თვითმფრინავი, გამანადგურებელი Su-30SM გახდა, - ინფორმაციას უკრაინელი სამხედრო კორესპონდენტი ანდრეი ცაპლიენკო ავრცელებს.

მტრის გამანადგურებელი, საბორტე ნომრით RF81771 სავარაუდოდ, ხარკოვის რეგიონში ჩამოაგდეს. ეს იყო უახლესი თვითმფრინავი, რომლითაც რუსები ოლქის ტერიტორიას ბომბავდნენ.

"მისი ღირებულებაა 50 მილიონი დოლარია. წარმოებულია ირკუტსკის საავიაციო ქარხნის მიერ 2018 წელს და გადაეცა მე-14 გვარდიის მოიერიშე საავიაციო პოლკს, რომელიც მდებარეობს ქალაქ კურსკში, უკრაინის საზღვართან. პოლკის მეთაურის მოადგილე სერგეი კოსიკი ჩამოაგდეს მარტში და უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება ტყვეობაში“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

ჩამოგდებული თვითმფრინავის ფოტოებთან ერთად ასევე ვრცელდება მფრინავის ღია პარაშუტის ფოტო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან სავარაუდოდ, კატაპულტირება მოასწრო, თუმცა ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

მსგავსი სიახლეები