მეუფე გრიგოლი - მშვიდობა შეუძლებელი იქნება, თუ ერთმანეთს უკეთ არ გავუგებთ, ჩვენი ცხოვრება ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს და მითუმეტეს დღეს

უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი დღე აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს გვეხება, მხოლოდ ხილის კურთხევით არ არის ნიშანდობლივი, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა.

მეუფე გრიგოლმა ფერისცვალების მნიშვნელობაზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, „შინაარსი ამ დღისა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა თავისი შრომის პირველი ნაყოფი უფალს უნდა მიართვას, რადგან ყოველივე ღვთის წყალობაა და ამ წყალობის მიმართ მადლიერებას გამოვხატავთ“.

"დღეს ფერისცვალებაა, ამ დღეს დიდი დატვირთვას აქვს ჩვენს ცხოვრებაში. ერთ-ერთი სისუსტე ადამიანისა, არის გულმავიწყობა, მძიმე და საშინელია ისტორიული მეხსიერების დაქვეითება. წმინდა ისტორია არ არის მითების კრებული და ლეგენდებისა, ეს არის ცოცხალი ისტორია იმის შესახებ, როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი და დაასახლა სამოთხეში, შემდგომ ამისა, ადამიანმა დაარღვია რა მცხნება უფლისა, განდევნილ იქნა სამოთხიდან და მიეცა აღთქმა, რომ მოვიდა დრო, როცა მას დააბრუნებდა უფალი იქ, მაგრამ იყო გზა განსავლელი, განწმენდისა. დადგა ჟამი და მოუვლინა თავისი ძე განმწმენდელად, ეს ცოცხალი ისტორიაა, ძალიან ღრმა შინაარსი და მნიშვნელობა აქვს მას, არ უნდა მიეცეს დავიწყებას, რომ ღმერთი შენთვის მოვიდა ამ ქვეყნად და განვლო ის გზა, რომელიც მას, როგორც ღმერთს არ სჭირდებოდა, მაგრამ მან ხატი მონისა შეიმოსა, ხატი შენი შეიმოსა და ყოველივე აღასრულა ის, რაც შენ უნდა გაიარო, თვით ჯვარცმის სახით, შემდგომ აღდგომითა და ამაღლებით.

ამ ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდია ფერისცვალება უფლისა ღვთისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტესი. ფერისცვალება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ქრისტიანი უფლისკენ სავალ გზას ადგება, მან უნდა გაიაროს ეს ეტაპი და ძალიან მყარად დადგეს უფლისკენ სავალ გზაზე, რომ არაფერმა აცდუნოს და უარი არ თქვას თავის არჩევანზე.

დღევანდელ დღეს ჩვენ პირველ რიგში, ჩვენს მეხსიერებას ვაფხიზლებთ, რომ არ დაგვავიწყდეს რა მოხდა და რატომ მოხდა. გვახსენებს ეკლესია, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, ბუნებასაც კი ფერსიცვალების შემდეგ გარკვეული ცვლილება დაეტყობა ხოლმე. ადამიანი და სამყარო ისე ორგანულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ სამყაროში მიმდინარე პროცესები აისახება ადამიანზე და გავლენას ახდენს მასზე, ხოლო ადამიანის სულიერი მდგომარეობა გავლენას ახდენს სამყაროზე. 

უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი დღე აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს გვეხება, მხოლოდ ხილის კურთხევით არ არის ნიშანდობლივი ეს დღე, რომელსაც განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს. შინაარსი ამ დღისა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა თავისი შრომის პირველი ნაყოფი უფალს უნდა მიართვას, რადგან ყოველივე ღვთის წყალობაა და ამ წყალობის მიმართ მადლიერებას გამოვხატავთ და მადლიერება ის თვისებაა, რაც განსაკუთრებულად მიგამსგავსებს ღმერთთან. 

ღმერთმა დაგლოცოთ, ღვთის მადლში თუ ხარ, განსაკუთრებული ჯავშანი გაქვს. საჭიროა, ღმერთზე მინდობა, რომელიც არის აქტიური და პასიური. მე ღმერთის მწამს, მჯერა მისი, ვენდობი მას, მაგრამ ამ პროცესების მონაწილე მეც ვარ, ამიტომ მე ჩემს გასაკეთებელს ვაკეთებ, უფლისგან იმედი მაქვს და მოველი მის შემწეობას - ეს არის სწორი მიდგომა და არა ის, რაც ხშირად გვხდება მორწმუნეებში -  აბსოლუტურად პასიური ყოფა. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა ვაკეთოთ, შენი პირადი მონაწილეობა არ უნდა უარყო, შენი პასუხისმგებლობა არ უნდა უარყო. ეს პასუხისმგებლობა გავიაზროთ ყველგან და ყველაფერში - ოჯახის წინაშე, საკუთარი თავის, შვილების, მშობლების, ქვეყნის და სამყაროს წინაშე. ჩვენ სხვა სახლი არ გვაქვს, საქართველო ერთია და ეს პლანეტაც ერთია, ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ, ვიზრუნოთ ერთმანეთისთვის და ილოცეთ ერთმანეთისთვისო, გვასწავლის მოციქული. შენ შეიძლება არ შეგიძლია ადამიანს ხელი გაუმართო ფიზიკურად, მატერიალურად, შენ თვითონ დავრდომილი ხარ, გაჭირვებული ხარ, მაგრამ სიკეთე რომ გაიფიქრო და უსურვო ადამიანს, ამას რა უდგას წინ?! ამას მხოლოდ კეთილი გული სჭირდება, გულისხმიერება და სურვილი, რომ სხვა ადამიანისთვისაც გაიმეტო სურვილი. 

ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, მშვიდობა შეუძლებელი იქნება, თუ ერთმანეთს უკეთ არ გავუგებთ, ჩვენი ცხოვრება ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს და მითუმეტეს დღეს. არ გვინდა ხოლმე ამ თემებზე საუბარი, მაგრამ როცა საფრთხე თვალწინ არის, როგორ არ უნდა ისაუბრო?! როგორ არ უნდა მიაქციო ყურადღება?! დიახ, ყურადღება უნდა მივაქციოთ და სწორედ ამიტომ ვამბობ, გავაძლიეროთ ლოცვა, ნუ დაგვეზარება ლოცვა, ვილოცოთ ღვთის წინაშე ჩვენი სამშობლოსთვის, სამყაროსთვის, სხვა ადამიანებისთვის, ჩვენი მთავარი საზომი უნდა იყოს ღვთის მადლში დამკვიდრებულობა და საქმეები. თუ მაინცდამაინც გინდა სხვა შეაფასო, ჯერ შენი თავი შეაფასე, როგორია შენი საქმეები, შენს გული და ცხოვრებაში რა ხდება. სულიერი შემწეობა აღმოვუჩინოთ ერთმანეთს“, - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები