საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის ხელისუფლებას და ავარიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში, ქალაქ გაზიანთიფში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თურქეთის ხელისუფლებას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა.

დაღუპულთა შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე და 3 მედიკოსი და 8 მგზავრი.

შემთხვევა გაზიანთეფ-ნიზიპის ავტომაგისტრალზე მოხდა. სამაშველო სამსახურები და ჟურნალისტები ამავე მაგისტრალზე მომხდარი საავტომობილო ავარიის შემთხვევის ადგილას მიდიოდნენ, როცა დაშავებული მანქანიდან დაახლოებით 200 მეტრში სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო მანქანებს და ასევე ერთ-ერთი თურქული საინფორმაციო სააგენტოს ავტომობილს დაეჯახა.

უახლესი ამბები