კიევი დუგინის ქალიშვილის მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსკოვში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა, რომლის დროსაც რუსი ფილოსოფოსის, "რუსული სამყაროს“ იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი გარდაიცვალა.

"ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია ამ საქმესთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც რუსეთის ფედერაციაა და მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. 

მისი აზრით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისა და სხვადასხვა ჯგუფის გავლენების ბრძოლას.

ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის ავტომანქანა წუხელ მოსკოვის გარეუბანში ააფეთქეს.

თვითმხილველების თქმით, Land Cruiser Prado-ს ჯიპი მოძრაობის დროს აფეთქდა. საჭესთან მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა.  

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე სავარაუდოდ, თავად დუგინი იყო, რომელმაც ბოლო მომენტში გადაწყვიტა სხვა მანქანით წასულიყო და არა ქალიშვილთან ერთად.

მსგავსი სიახლეები