დაშთაფას მოსახლეობამ წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ხმაური და დაპირისპირება იყო. სოფელ დაშთაფას მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ სარწყავი წყალი წლებია, არ მიეწოდებათ.

აქციის მონაწილეებმა მერთან შეხვედრის მოთხოვნით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაინაცვლეს, თუმცა მათ მოთხოვნას არავინ გამოხმაურებია.

ადგილობრივების თქმით, ხალხი უწყლობით იტანჯება, ხელისუფლება კი პრობლემის მოგვარებაზე არ ფიქრობს.

მათივე განცხადებით, "ოცნების" წარმომადგენლები სოფელში მხოლოდ არჩევნების დროს მიდიან, არჩევნების შემდეგ დახმარებისთვის მისულ ადგილობრივებს კი ოპოზიციასთან ამისამართებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყლის პრობლემა მხოლოდ აგვისტოს თვეში შეიქმნა და ეს არა ხელისუფლებასთან, არამედ კლიმატურ პირობებთან არის დაკავშირებული.

უახლესი ამბები