ზელენსკი - ჩვენ თავად გადავწყვეტთ როგორ დავიბრუნებთ ყირიმს

უკრაინა დამოუკიდებლად გადაწყვეტს, თუ რა გზით დაიბრუნებს ყირიმს, რომელიც რუსეთმა 2014 წელს მიიტაცა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ დავიბრუნებთ ყირიმს, რადგან ის ჩვენი ტერიტორიაა, როგორ - ჩვენ გადავწყვეტთ, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან კონსულტაციის გარეშე. რაც შეეხება ღია თავდასხმებს, უკრაინა არ ახორციელებს დარტყმას არცერთ სამოქალაქო ობიექტზე. ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ, ვიცით, სად არის სამხედრო ობიექტები. უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ იქ იმუშაონ გეგმის მიხედვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას დიპლომატია ჰქონდა არჩეული, რომელმაც შედეგი არ მოიტანა.

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვინდა დიპლომატია, ამის გაკეთებას 3 წელი ვცდილობდით, მაგრამ ხედავთ, რაც მოიტანა - სრულმასშტაბიანი შემოჭრა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები