ნინო დოლიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ნდობა, რომელსაც საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები გვიცხადებენ

“სამართლიანი არჩევნები” ყოველთვის იდგა და მომავალშიც იდგება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების სადარაჯოზე, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

"სინამდვილეში ყველაფერი ძალიან  მარტივია. ევროკავშირმა ქვეყანას წარუდგინა 12-პუნქტიანი რეკომენდაცია, კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ინკლუზიური პროცესი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.

ჩვენ გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, წარგვედგინა ჩვენი რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, მიუხედავად იმისა, თუ რა მოლოდინი გვქონდა ამ პროცესისგან. 

სანაცვლოდ მივიღეთ ორგანიზაციაზე მიზანმიმართული, კოორდინირებული თავდასხმა, რომელიც არ დასრულდა და ზეწოლის სახე მიიღო. კონსპირაციული კამპანიის საპასუხო პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებ, რადგან არაფერი აქვს საერთოდ საქმესთან. მორიგ ჯერზე ვხედავთ რეალური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას და სამოქალაქო ორგანიზაციებზე გაუთავებელ თავდასხმას. 

“სამართლიანი არჩევნები” ყოველთვის იდგა და მომავალშიც იდგება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების სადარაჯოზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ნდობა, რომელსაც საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები გვიცხადებენ", - წერს დოლიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnini.dolidze.37%2Fposts%2Fpfbid02ce8YzEwDxCs2dKBFzNsd7tMiagASzE4CUcYBnCo4KGpi3WzyNUaj3nsPTF4XfJjHl&show_text=true&width=500" width="500" height="335" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>