მეუფე იაკობი - ისინი გვეუბნებიან თუ როგორ ვიცხოვროთ, ჯერ მათ იცხოვრონ, როგორც საჭიროა

ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ, ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.

"ბალტიისპირეთი ახლა შესულია ევროკავშირში, ასევე ჩეხეთის ახალგაზრდა დეპუტატი გრიგოროვა, ლიეტუველები, პოლონელები. ისინი გვეუბნებიან თუ როგორ ვიცხოვროთ. ჯერ მათ იცხოვრონ, როგორც საჭიროა. არა თუ პოლარიზაციის შეწყვეტა, არამედ შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ყველას რომ შეგვეძლოს განვითარებაში მონაწილეობა. ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. არ მინდა კონკრეტული ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. ყველამ უნდა ვაშენოთ საქართველო.

ევროპარლამენტარებს თუ ჩვენთვის კარგი უნდოდათ ენერგოუსაფრთხოება უნდა ჩაეწერათ. ენერგოუსაფრთხოებაზე წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ - შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია. რასა იუკნევიჩიენე შემიცვლის ქვეყანაში სიტუაციას, თუ ვიღაც გრეგოროვა, ჩემთვის ვიღაცები არიან, როდესაც საქართველოს ეხებიან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები