გიორგი ბოტკოველი - ამ ქვეყანაში "ქართულ ოცნებაზე" დიდი დივერსიული ჯგუფი არ არის

დღეს თუ ვინმე არის დივერსანტი ამ ქვეყანაში არის "ქართული ოცნება" და საქართველოს მთავრობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველი ვერტმფრენების ყიდვასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"მათ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კი არ აქვთ ზიზღი, მათ აქვთ ზიზღი ამ ქვეყნის განვითარების მიმართ და ამ ქვეყნის წარმატების მიმართ. "ქართული ოცნება" ებრძვის ყველაფერს, რამაც შეიძლება ამ ქვეყანას წარმატება მოუტანოს.

ქვეყანას ჰყავს "სუპერ პუმა" და საუბრობ იმაზე, რომ ეს არის გამოუსადეგარი ტექნიკა და სხვის ყიდვაზე. რა თქმა უნდა, სხვაც უნდა იყიდო, მაგრამ ეს გამოყენებული უნდა ყოფილიყო, არაერთი ტრაგედია მოხდა სამწუხაროდ, და გამიზნულად არ გამოიყენეს ეს ყველაფერი იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების ზიზღი აქვთ, მიხეილ სააკაშვილის ზიზღი აქვთ და მისი ნაყიდია ეს ყველაფერი.

დივერსიაზე საუბრობენ, ამ ქვეყანაში "ქართულ ოცნებაზე" დიდი დივერსიული ჯგუფი არ არის. დივერსანტი ხარ, მაშინ, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტს ებძვი, როცა ქვეყანას ვექტორი შეუცვალე, გააღარიბე.

კატასტროფა ხდება ქვეყანაში, დასავლეთ საქართველოში სიმინდი არ ექნება მოსახლეობას, აღმოსავლეთ საქართველოში - ის, რომ ხალხს დასცინეს და 90 თეთრი დააწესეს ყურძენზე, ამის შესაბამის მოსავალსაც ვერ მიიღებენ.

დღეს თუ ვინმე არის დივერსანტი ამ ქვეყანაში არის "ქართული ოცნება" და საქართველოს მთავრობა, რომლებიც მიზანმიმართულად ანადგურებენ ამ ქვეყანას", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა "ტვ პირველის" ეთერში.

"წინა ხელისუფლების დროს  შეძენილ, ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო  და სხვა ოპერაციებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები