გიორგი ბოტკოველი - რთველის შემთხვევაში ეს არის გლეხის დაღუპვის და ადიკო ივანიშვილის მომსახურების შტაბი

რთველის შემთხვევაში ეს არის გლეხის დაღუპვის შტაბი და ერთადერთი, ადიკო ივანიშვილის მომსახურების შტაბი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

"მინდა გამოვეხმაურო გუშინ ე.წ. პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ურცხვად იტყუებოდა და დასცინოდა ქართველ ხალხს, როდესაც საუბრობდა, რომ თურმე ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა მიმდინარეობს, იზრდება მოსახლეობის შემოსავლები, კლებულობს უმუშევვრობა, უფრო და უფრო მოწინავე ქვეყანა ვხდებით საერთაშორისო ასპარეზზე და მოკლედ, რომ ვთქვათ საქართველოში ყველაფერი კარგად არის.მაგრამ მინდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოვიყვანო დღეს და გავაკეთო შედარება თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში და თუნდაც მისი პრემიერ-მინისტრობის დროს, რაც ის დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, რაც ის წარადგინა ამ ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა და მოვიყვანო ერთი მაგალითი, რაც ივანიშვილისთვის, ღარიბაშვილისთვის, კობახიძისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ ჩემთვის და ძალიან ბევრი მაცხოვრებელისთვის ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი კახელი გლეხისთვის არის ყველაზე მეტად საინტერესო.  

მინდა მოვიყვანო მაგალითი, რა ხდებოდა 2021 წელს და რა ხდება 2022 წელს. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ქმნის ვითომ შტაბებს და დაარქვეს რთველის შტაბი, ახლა გუშინ გააკეთეს განცხადება ვაშლის შესყიდვის შტაბს ქმნიან. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არის ეკოლოგიური კატასტროფა და ადამიანები მოსავალს ვერ იღებენ, ისინი ქმნიან შტაბებს და არქმევენ გლეხის ხელშემწყობ შტაბს, მაგრამ ყურძნის შემთხვევაში და რთველის შემთხვევაში ეს არის გლეხის დაღუპვის შტაბი და ერთადერთი, ადიკო ივანიშვილის მომსახურების შტაბი, რომელიც ადგენს ფასს და გლეხს ეუბნება ეს იქნება ფასი და ამით უკარნახებს ქარხნებს, რომ ამაზე მეტი ყურძენში არ უნდა გადაიხადო. 

მაგალითად, 2021 წელს ქვეყანაში დიზელი ღირდა 2.7 ლარიდან 3 ლარამდე. წელს დიზელი ღირს 4.2 ლარიდან 4.7 ლარამდე. მარტივი მაგალითი ღვარჯილაზე, რომელიც იცით ყველა გლეხმა, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში ჭიდებათ მათ პროდუქციის მოყვანისთის, შარშან თუ ღირდა 41 ლარი, წელს ღის 73 ლარი. მაგალითად,  ბალახის ჰერბიციდი თუ ღირდა შარშან 10 ლარი, წელს ღირს 25 ლარი. წამლები, რაც საჭიროა პროდუქციის მოყვანისთვის, იმ პროდუქციისთვის, რომელიც ერთადერთი შემოსავლის წყაროა გლეხისთვის არის გაორმაგებული, გასამმაგებული, მაგრამ ყურძენი შარშან ღირდა 90 თეთრი და წელსაც ღირს 90 თეთრი. 

ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ერთი რამ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამით არის დაკავებული. საკუთარი ოჯახების, საკუთარი გარემოცვის და იმ ერთი ადამიანის, რომელიც გადმოჰყურებს დღეს თბილისს და ეს მუდმივი მისთვის არ იქნება, მან ეს ძალიან კარგად იცის მისი გამდიდრებისთვის და დღეს, ხელისუფლების მთავარი სამუშაო წყარო არის ჩინოვნიკების გამდიდრება და ერთადერთი მიზანი, რაც მათ გააჩნიათ არის, რომ საქართველო დატოვოს უფრო და უფრო მეტმა და მეტმა ამ ქვეყნის მოქალაქემ და გუშინ სწორედ ამაზე საუბრობდა, რომ თურმე 4%-ით არის შემცირებული ამ ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა და მე მინდა მას ვუთხრა, 4%-ით კი არ შემცირდა უმუშევარდა რაოდენობა, ბოლო თვეების განმავლობაში 4%-ით შემცირდა ამ ქვეყანაში მაცხოვრებელის რაოდენობა, რომლებიც დღეს უკვე ემიგრაციაში იმყოფებიან", - განაცხადა ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები