პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციის კანდიდატის არჩევას არ ვითხოვთ, ვითხოვთ დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას

"ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის რეკომენდაციები და ევროპაში შესვლა არ აინტერესებს, მათი მიზანია, პროცესი ჩიხში შეიყვანოს და ხელი სხვისკენ გაიშვიროს, – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"ქართული ოცნება“ ვითომ ახალ, უკეთეს პროცესს, ფოჩიან კანფეტს გვთავაზობს, რომელიც ოპოზიციამ თქმისთანავე უნდა გადაყლაპოს. ახალი ცვლილებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ფსევდო დემოკრატიული პროცესი შექმნან და მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციები დაასახელებენ, ვითომ, დამოუკიდებელ კანდიდატს, ვითომ ოპოზიციური პარტია კი ამ კანდიდატს დაასახელებს, "ქართული ოცნება“ კი, ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს აარჩევს. 

საყოველთაო კონსენსუსია, რომ სახალხო დამცველის არჩევის მოქმედი წესი იყოს შენარჩუნებული. ოპოზიციის კანდიდატის არჩევას არ ვითხოვთ, ვითხოვთ დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას. "ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის რეკომენდაციები და ევროპაში შესვლა არ აინტერესებს, მათი მიზანია, პროცესი ჩიხში შეიყვანოს და ხელი სხვისკენ გაიშვიროს. იმისათვის, რომ პროცესის ჩაშლა სხვას გადააბრალოს, მიზეზებს იგონებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები