ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პოლიტიკური ჯგუფების „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის თაობაზე, სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრაზე მხარეებმა თითოეული რეკომენდაციის შესახებ მოსაზრებები წარმოადგინეს და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს, რომლებიც აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებისთვის არის საჭირო.

"სამოქალაქო სექტორთან, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე პროცესი, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობით დავიწყეთ. შეხვედრაზე თორმეტივე მიმართულებით დღეისთვის არსებული მდგომარეობა შევაჯამეთ. განვიხილეთ 7-8 კონკრეტული კანონპროექტი და ასევე ვიმსჯელეთ 4-5 მიმართულებაზე, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივად მუშავდება. გამოიკვეთა, რომ საჭიროა დამატებითი შეხვედრები რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასასრულებლად საჭიროა სრულიად საქართველოს ძალების კონსოლიდაცია. ჩვენ ასევე გამოვკვეთეთ ის თემები, სადაც შესაძლოა მმართველი გუნდის წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილ პოლიტიკურ პროდუქტსაც დავუჭიროთ მხარი, არის 2-3 ასეთი შესაძლებლობა. მთავარია, რომ საშემოდგომო სესიის დაწყებას, ამ კონკრეტულ საკითხში, სერიოზული თემებით და იდეებით ვხვდებით. მზად ვართ მოვისმინოთ ხელისუფლების მიერ შემუშავებული პროექტები და საკითხები. განწყობილნი ვართ კონსესუსის ძიებისკენ, რადგან ევროპა ჩვენგან კონსოლიდირებულ და შეთანხმებულ პოზიციებს ელის“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

"ჩვენ უკვე ფაქტობრივად ვასრულებთ სამუშაო პროცესს. მომავალ კვირაში, სამოქალაქო სექტორისგან მხოლოდ ოთხ მიმართულებაზე - მართლმსაჯულებაზე, დეოლიგარქიზაციაზე, საარჩევნო რეფორმებსა და მედია საკითხებზე დამატებით მოსაზრებებს მოვისმენთ.  შესაბამისად, საბოლოო დოკუმენტი ამ ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება. ვფიქრობთ, რომ ის საკანონმდებლო პაკეტები, რაც ჯერ კიდევ არ არის დარეგისტრირებული, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის წარედგინება პარლამენტს“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის“ რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ. 

მანვე ოპოზიციონერ კოლეგებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფებში აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის სწორედ ის პროცესი, რომელიც სჭირდება საქართველოს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად. 

"ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ - „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მიღების მექანიზმი“. ეს იქნება დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ დავდებთ თავის საკანონმდებლო ცვლილებებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები