ანტიკორუფციული მოძრაობა აცხადებს, რომ ბათუმში სანქცირებული ნავთობით დატვირთული რუსული გემი შემოვიდა

ანტიკორუფციული მოძრაობა აცხადებს, რომ ბათუმში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი შემოვიდა, რომელიც სანქცირებული ნავთობითაა დატვირთული.

მოძრაობის ინფორმაციით, ტანკერი PLANEO რამდენიმე საათია, ბათუმში შევიდა, ის კვიპროსიდან, ვასილიკოს პორტიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

"ჩვენმა ხელისუფლებამ ყოველდღიურობად აქცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული ტვირთის შემოსვლა. ამჯერად ბათუმის პორტში შემოსულია რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც განთავსებულია რუსული სანქცირებული ნავთობი. დიდი ალბათობით შემდეგ მოხდება სანქცირებულ ნავთობზე სერტიფიკატის გაყალბება და აღნიშნული ტვირთი უკვე ექსპორტზე გავა როგორც არასანქცირებული ტვირთი და ამით მოსალოდნელია, რომ გასქელდება ბიძინა ივანიშვილის და უჩა მამაცაშვილის ჯიბეები“, - აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელი ლაშა ხოზრევანიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები