რომან გოცირიძე - რეაგირება ამას მოყვება, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და ობიექტური გამოძიება იქნება შესაძლებელი

მხილება,  მონანიება და დაგვიანებული აღსარებით  საკუთარი ცოდვების გამოსყიდვის მცდელობა,  - ასე აფასებს Front News-თან საუბრისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსკოვთან თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ წერილს. 

დეპუტატის თქმით, ეს არის საგანგაშო ინფორმაცია. 

"10  წელიწადია არცერთი აგენტი არათუ დაკავებული,  გამოვლენილიც კი არ არის. არსებობს უამრავი ფორმა, თუ ღიად არ აკეთებ ამას, ჩუმად გააძევო საელჩოებში  ჩაბუდებული აგენტურა, რაც ევროპამ გააკეთა. მაგრამ ეს არ ხდება და ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ როდესაც ამას ამბობს ის ადამიანი, რომელიც სათავეში იყო ამ სტრუქტურის,  რომელსაც ევალებოდა ამ ყველაფრის უზრუნველყოფა, ეს არის მხილება,  ერთგვარი მონანიება, დაგვიანებული აღსარებით  საკუთარი ცოდვების გამოსყიდვის მცდელობა“, - განაცხადა გოცირიძემ.  

მისივე თქმით, რესურსი რომელიც ქვეყნის უსაფრთოებას უნდა მოხმარდეს, მის წინააღმდეგ მუშაობს. 

"ეს არის საგანგაშო ინფორმაცია, ეს ნიშნავს, რომ სუსი, რომელიც 140 მილიონი ლარით ფინანსდება, მისი ტექნიკური აღჭურვილობა, ადამიანი რესურსები მიმართულია არა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მტრის აგენტურის გამოსავლენად, არამედ ამის საპირისპიროდ“, - განაცხადა გოცირიძე.  

მისი თქმით, არ აქვს იმედი,  რომ  მხილებას  ამ ხელისუფლების პირობებში რეაგირება მოყვება.  

"რეაგირება ამას  მოყვება,  როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და ობიექტური გამოძიება იქნება შესაძლებელი. ახლანდელი ხელისუფლება ამ ამბავს რომ ხელს დააფარებს, ცხადია“, - განაცხადა გოცირიძემ. 

პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული წერილის თანახმად, დიპლომატიური აგენტურის საფარქვეშ მომუშავე რუსეთის აგენტების სია, რომელიც ქვეყნიდან გაძევების მიზნით შედგა, ხელისუფლებამ მოსკოვს გადაუგზავნა, რის შემდეგაც საელჩოდან საულ სხვა თანამშრომლის გაძევებაზრე მიიღეს გადაწყვეტილება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები