სერგი კაპანაძე - მათ აქვთ შანსი, შეცვალონ ეს დამოკიდებულება, თუმცა სულ უფრო მცირე დრო რჩებათ

მათ აქვთ შანსი, შეცვალონ ეს დამოკიდებულება, თუმცა  სულ უფრო მცირე დრო რჩებათ, - ამის შესახებ Front News-ს  “რეფორმების ასოციაციის - GRASS"-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული ბიზნესმენების სანქცირების მოთხოვნის შესახებ განუცხადა. 

მისი თქმით, ქართველმა ბიძნესმენებმა უნდა გაიაზრონ, რომ ისინი როგორც ქვეყანას, ასევე საკუთრ თავსაც აზარალებენ.  

"ეს არის კარგი გამოსაფხიზლებელი ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის. როდესაც ასეთი პროცესები იძვრება, თუ არ გამოასწორებენ ქცევას, ბოლოს შეიძლება უკვე აღმოჩნდნენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ. უკრაინის მიერ დასმული საკითხი ამის სერიოზული წინაპირობაა. მათ აქვთ შანსი შეცვალონ ეს დამოკიდებულიება, ოღონდ მინიმუმ უნდა გაანალიზონ, რომ არა მხოლოდ  ქვეყანას აზიანებენ იმით რომ იმით რომ ამ პოზიციონირებით  საქართველო არ არის   დასავლურ ბანაკში და არ არის უკრაინასთან, თვითონ ზიანდებიან პიროვნულდაც, მათ კითდევ აქვთ დრო მდგომარეობის გამოსასწორებლად, ოღონდე ეს დრო სულ უფრო მცირე რჩება“, - განაცხადა კაპანაძემ.

უკრაინული მხარე ბიძინა ივანიშვილის, ალექსანდრე ივანიშვილის, ქეთევან ხარაიძის, ირაკლი რუხაძის, გიორგი კაპანაძის, უჩა მამაცაშვილის, ტატე მამაცაშვილის, ვანო ჩხარტიშვილის, დავით ხიდაშელის, სულხან პაპაშვილის, ლევან ვასაძის და ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას მოითხოვს. მიზეზი ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერაა. 

სანქციების სამუშაო ჯგუფში შედიან ჯონ ჰერბსი – აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ასევე დევიდ კრამერი, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები