ზვიად შალამბერიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კუიავსკო-პომორკის რეგიონის მარშალ პიოტრ ცოვბესკთან და ქალაქ ტორუნის მერ მიხაილ ზალესკისთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბიზნეს ფორუმის ფორმატში მომავალ წელს იმერეთი პოლონელ მეწარმეებს უმასპინძლებს და მოეწყობა ერთობლივი პროდუქციის გამოფენა.

იმერეთის გუბერნატორმა შეხვედრები მხარის პარლამენტშიც გამართა, სადაც დეპუტატებთან სამომავლოდ სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარებასა და  ურთიერთანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და პოლონეთის კოპერნიკის სახელობის უნივერსიტეტის სამომავლო თანამშრომლობასაც.

გარდა ამისა, იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი ქალაქ ტორუნში, წარმოშობით ქუთაისელის და პოლონეთში მოღვაწე ქართველი სამხედრო პირის ვიტალი უგრეხელიძის სახელობის მოედნის გახსნას დაესწრნენ.

ორმხრივი შეხვედრებისას გადაწყდა  ქუთაისისა და ტორუნის დამეგობრების საკითხი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

პოლონეთის ქალაქი ტორუნი იმერეთის მხარესთან დაძმობილებულ კუიავსკო-პომორკის რეგიონს წარმოადგენს. 

იმერეთსა და კუიავსკო-პომორკის შორის ურთიერთობა 2014 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის საგანმანათლებლო მიმართულებით, ასევე, ახალგაზრდებისთვის მოეწყო შემეცნებით სფეროში ერთობლივი პროგრამები, გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში  სოფლის მეურნეობის განვითარების,  კულტურული ურთიერთობის გაღრმავების მიზნით ჩატარდა აქტივობები. 

ქართულმა მხარემ საერთაშორისო-ეკონომიკურ ფორუმებშიც მიიღო მონაწილეობა. 

პოლონეთში სამდღიანი სამუშაო ვიზიტი უკვე დასრულებულია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები