ვლადიმერ ჩაჩიბაია - საქართველო არის ღირსეული პარტნიორი და თავისი ერთგულება და თავდადება საერთაშორისო მისიებში არაერთგზის დაამტკიცა

"29 აგვისტოს დაიწყო მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“. საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას უკვე მეექვსედ მასპინძლობს. სწავლების მიზანია შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ნატო-ს და სხვა მოკავშირე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაზრდა. საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობა ხელმძღვანელობს, ხოლო მხარდაჭერას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ახორციელებს“,  -ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.
 
მისი თქმით, სწავლებს ისტორიაში წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას იაპონიის და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები. სულ მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. აღნიშნულ სწავლება მოიცავს როგორც სამეთაურო-საშტაბო ასევე, პრაქტიკული საველე მომზადების ელემენტებს, რაც ხელს უწყობს სამხედროების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და სტანდარტული ოპერატიული პროცედურების დახვეწას.
 
"ნატოსთან თავსებადობის ამაღლების და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული 16 პროგრამის იმპლემენტაციის პროცესი. საქართველო არის ღირსეული პარტნიორი და არაერთგზის დაამტკიცა თავისი ერთგულება და თავდადება საერთაშორისო მისიებში. სამწუხაროდ, მისიებში მონაწილეობას არ ჩაუვლია უმსხვერპლოდ. მინდა პატივი მივაგო ბრძოლის ველზე დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო ჩვენი გმირი დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მიმართ. ქართული ჯარი აგრძელებს რეფორმებს და ტრანსფორმაციას. დღეს საქართველოს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე გაწვრთნილი და მომზადებული პირადი შემადგენლობა. მინდა მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ იმისთვის, რომ იცავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მშვიდობას“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები