გიორგი მშვენიერაძე - ხალხის პროტესტი არსად წასულა, ეს ყველაფერი ძალიან მალე ახალ ფორმებს შეიძენს

ხალხის პროტესტი არსად წასულა. ადამიანები ზუსტად იგივე აზრზე არიან, რასაც ფიქრობდენ, ივნისში და ივლისში. ეს ყველაფერი ძალიან მალე ახალ ფორმებს შეიძენს, - ამის შესახებ Front News-ს "დემოკრატიის მცველების“ დამფუძნებელმა, მოძრაობის „შინ ევროპისაკენ“ წევრმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა. 

კითხვაზე განახლდება თუ არა მოძრაობის "შინ ევროპისაკენ“ აქტივობა,  მშვენიერაძე პასუხობს, რომ მმართველი ძალა არ აპირებს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას, რის გამოც ხელისუფლების შეცვლას ალტერნატივა არ გააჩნია. 

"ხალხის პროტესტი არსად წასულა. ადამიანები ზუსტად იგივე აზრზე არიან, რასაც ფიქრობდენ, ივნისში და ივლისში. ეს ყველაფერი ძალიან მალე ახალ ფორმებს შეიძენს, ეს ყველაფერი იქნება დაკავშირებული და შესაბამისი იმ გამოწვევებთან, რომლის წინაშეც ვდგავართ. ცხადია, ხელისუფლება, რომელიც არ არის დემოკრატი,  ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ამდენი ადამიანის ქუჩაში გამოსვლას. ის ყველანაირად ეცდება ნებისმიერი პროტესტის გაქრობას დაშინებით, დაშლით, სხვადასხვა მოქმედებებით,  მათ შორის  საზოგადოებაში, „არაფერი გამოვას“ დათესვით.  ჩვენ კარგად გვესმის ყველას, რომ  ეს არ იქნება იოლი გზა, თუმცა მას ალტერნატივა არ გააჩნია. გზას, რომელიც ხელისუფლებას იძულებულს გახდის დაკარგოს ძალაუფლება“, - განაცხადა მშვენიერაძემ. 

სახალხო მოძრაობამ „შინ ევროპისაკენ“ ხელისუფლების გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვა, თუმცა ზაფხულის ცხელ პერიოდში მოძრაობის აქტივობა მინელდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები