ლაშა თორდია აცხადებს, რომ აშშ-მა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა

აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა თორდია აცხადებს, რომ მას აშშ-მა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.

მისი თქმით, სტატუსის მინიჭება უკავშირდება ოთარ ფარცხალაძის თავდასხმას და პროცესი 4 წელი მიმდინარეობდა. 

ყოფილ მთავარ აუდიტორს ლაშა თორდიას თავს 2017 წლის 12 მაისს დაესხნენ. თორდიამ თავდასხმაში ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაადანაშაულა. აუდიტორმა თავდასხმა ყოფილი მთავარი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას დაუკავშირა. 

ქართულმა სასამართლომ ლაშა თორდიას ცემის საქმეში ოთარ ფარცხალაძე გაამართლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე დამნაშავედ ცნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი, რომელსაც 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები