ნინო დოლიძე - თუ დადასტურდება, რომ ვინმე საქართველოში ხელს უწყობს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ცხადია, უნდა დასანქცირდეს

საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციასა და  ხელისუფლების მიერ მისი მონაწილეების "მტრებად“ გამოცხადების, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების, დეოლიგარქიზაციისა და პოლარიზაციის საკითხებზე  "Front News საქართველო  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორს  ნინო დოლიძეს ესაუბრა. 

- ეს კონფერენცია, რომელიც საქართველოში უკვე მეექვსედ გაიმართა,  ძალიან მნიშვნელოვანი იყო და  ეხებოდა ისეთ  თემას, როგორიცაა ომი უკრაინაში. ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება არსებობდეს პოლარიზაცია ქვეყანაში, რადგან უსაფრთხოების საკითხი საქართველოსთვის ძალიან მტკივნეული თემაა, უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და რუსეთის აგრესია ჩვენ თავადაც გამოგვიცდია. ამიტომ ვფიქრობ,  მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი იყო ამ კონფერენციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, მოსწონთ მათ კონფერენციის მონაწილეები თუ არა. მეორე თემა იყო დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის საქართველოში არსებული მდგომარეობა. იმის გამო,  რომ იქ ხელისუფლების წარმომადგენლები არ იყვნენ, ცალი მხრიდან იყო ინფორმაცია მიწოდებული.  ოპოზიციამ ისაუბრა ძირითადად საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.  მაშინ, როდესაც ხელისუფლებისათვის ეს იყო შესაძლებლობა, რომ თავისი გადმოსახედიდან ესაუბრათ. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება,  არ მიეღოთ მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, ვფიქრობ, რომ პირიქით, მათ აზიანებთ. მათი მხრიდან ეს იყო გაშვებული შესაძლებლობა, ესაუბრათ საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატების მედიის წარმომადგენლების წინაშე. ამით კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, რომ ხელისუფლებას,  შესაძლოა, არ სურდეს, იმ კრიტიკული   მოსაზრებების მოსმენა, რომელსაც ჩვენი დასავლელი მეგობრები აჟღერებენ. ეს მოსაზრებები უკავშირდება დემოკრატიულ საკითხებს, სწორედ იმიტომ, რომ საქართველო დაუხლოვდეს ევროკავშირს და გადადგას ამ მიმართულებით ნაბიჯები. ხელისუფლება,  ნაცვლად შენიშვნების გათვალისწინებისა, ყველას, ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამს,  „მტრებს“ ეძახის. 

- როგორ  ფიქრობთ, ამ 12-პუნქტიან რეკომენდაციებში რა არის მთავარი პრობლემა?

- ეს ითქვა კონფერენციაზეც, რომ  პირველ  ადგილზეა პოლარიზაცია.  ის,  რომ საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება პოლიტიკურ აქტორებს შორის. ევროკავშირის მთავარი რეკომენდაცია იყო დეპოლარიზაცია და ერთად მუშაობა საკითხებზე. ეს, ფაქტობრივად, ვერ ხორციელდება, ვხედავთ, რომ ცალ-ცალკე მუშაობენ, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ასევე, ჩვენ ვერ ვხედვათ რეალურ ნაბიჯებს.  არის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი, პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ის, რომ ქვეყანა   ერთობლივად დგამს ნაბიჯებს და ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად,  ამას ვერ ვხედავთ.  ხდება  უსაგნო თემებზე ყურადღების გადატანა, თუნდაც ის, რაც მოხდა ჩვენთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს პოლარიზაციის შემცირებას და არც იმ რეკომენდაციის შესრულებას, რომ მუშაობაში სამოქალაქო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული.  მათთვის მთავარი ის კი არ არის, რა შედეგს დადებს ეს მუშაობა, არამედ ვინ არის იქ და ვინ არ მოსწონს, ცხადია, ასე შედეგის მიღება გაჭირდება. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ევალება, რომ როგორღაც კონსესუსი მოძებნოს.  ამას გვეუბნება ჩვენ ევროკავშირი, რომ გვქონდეს ერთობა, რაც ვერ იქნა მიღწეული და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. როდესაც ეს იქნება მიღწეული, დანარჩენი 11-ის განხორციელება უფრო შესაძლებელია. 

- ეს მართლაც რთული საკითხია. კონფერენციაზე გაჟღერებული ამ რეკომენდაციის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავდენ, რომ პრორუსული მიმართულების ხელისუფლებასთან  საერთო ენის გამოძებნა შეუძლებელია. როგორ ფიქრობთ,  რამდენად არის ამ პრობლემის მიზეზი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი? 

- მე გადაჭრით ნამდვილად ვერ ვიტყვი მმართველ პარტიას რა ორიენტაცია აქვს, თუმცა კითხვები ნამდვილად გაჩნდა მას შემდეგ,  როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით შევიტანეთ ევროკავშირში განაცხადი.  ნაცვლად იმისა, რომ მმართველი პარტიის ლიდერები გვენახა ევროკავშირის დედაქალაქებში, ამ მიმართულებით საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ. ფაქტობრივად, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ჩვენ ვერ მივიღეთ, მაშინ ჩვენი რეაქცია იყო, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგი იყო. ასევე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვქონია ეს პოზიცია, რომ  უკრაინის მიმართ ქართველი ხალხის სოლიდარობის მიუხედავად, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მხრიდან ამ მიმართულებით არ იქნა საკმარისი ნაბიჯები გადადგმული. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ფეხზე წამოუდგნენ უკრაინის პრეზიდენტს და იყო მიმართვა, ჩვენს პარლამენტში  კი ეს ვერ განხორციელდა. ამ ყველაფერმა ცხადია, გააჩინა კითხვები, რამდენად ერთგულია მმართველი პარტია ქვეყნის პროდასავლური კურსის. ცხადია, როდესაც გინდა რაღაც, ამისთვის დგამ ყველა შესაბამის ნაბიჯებს, რაც ვერ დავინახეთ. ამიტომ კითხვები ჩნდება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომელიც  მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, როგორც ამ პროცესის ხელისშემშლელის.  მინდა აღვნიშნო, რომ მთავარი არის ქართველი ხალხის მისწრაფება, რაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა  ევროკავშირისადმი მიძღვნილ მასშტაბურ აქციებში მონაწილეობით.

- რაც შეეხება ივნისის მოვლენებს, სახალხო მოძრაობის  „შინ ევროპაში“ აქტივობას, რომელშიც თქვენც მონაწილეობდით.  შემდეგ  შენელდა ეს მოძრაობა,  რას იტყვით ამის შესახებ და აპირებთ თუ არა ამ მიმართულებით გააქტიურებას?

- როგორც იცით, ორი პროცესი იყო,  ჯერ იყო  საინფორმაციო კამპანია - „გადადგი ნაბიჯი ევროპისაკენ“, რომელიც მიმართული იყო ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ.  მასში ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული. კამპანიის ფარგლებში სხვადახვა რეგიონული შეხვედრა ჩავატარეთ. შემდეგ იყო „შინ ევროპისკენ“, „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული კამპანია, რომელიც ერთმანეთს დაუკავშირდა. ჩვენ იქ ვიდექით ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თუმცა მომავალში რას გააკეთებს ეს კამპანია „შინ ევროპისკენ“, ეს ორგანიზატორებს უნდა კითხოთ.  ჩვენ რაც შეგვეხება, ვაპირებთ ვიმუშავოთ საზოგადოებასთან ევროკავშირის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და შევებრძოლოთ ანტიდასავლურ,   დეზინფორმაციულ ნარატივს.  

- ამ მოძრაობის მიერ იყო მთავრობის გადადგომის და ახალი, „თანხმობის მთავრობის“ დაკომპლექტების მოთხოვნა, ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორგანიზაცია მიკერძოებაში დაადანაშაულეს და  საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში არ მიიწვიეს, ამის შესახებ რას იტყვით? 

- მოთხოვნა, რომელიც დადგა იქ იყო კონსესუსურად მიღებული ორგანიზატორების მიერ.  ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციები, ცხადია, იქ ვიდექით ჩვენი ევროპული მომავლისთვის. რაც შეეხება ამ მოთხოვნას, აქ ნამდვილად იყო საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც ჩააგდო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, პასუხისმგებლობა აიღოს. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფში ჩვენს არდაშვებას, რომ ჩვენ,  ISFED-ს თურმე მონაწილეობა გვინდოდა მთავრობის ფორმირებაში, ეს არასწორია. ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. რაც შეეხება იმას,  რომ პასუხისმგებლობა აიღოს ვინმემ, როდესაც რამეს ვერ გააკეთებს, ამას რა თქმა უნდა, ყოველთვის ვითხოვთ.  ჩვენი ორგანიზაციისადმი დამოკიდებულება იყო დისკრიმინაციული და შერჩევითი,  რადგან იქ ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია იყო. სხვებთან დაკავშირებით  კი იგივე პრობლემა არ ჰქონიათ.

- რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, ამაზე აქტიურად მიდის საუბარი, ასევე სანქცირების თემას, უკრაინიდან დასახელდნენ სანქცირების „კანდიდატები“, რას იტყვით ამის შესახებ? 

- დეოლიგარქიზაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ცხადია, საუბარია იმაზე, რომ ქვეყანას არ უნდა მართავდეს ვინმე არაფორმალურად. როდესაც კითხვები დაისვა, თუ ვის ეხება ეს - ამას ევროპარლამენტის რეზოლუციამ ცალსახად უპასუხა. პირდაპირ სახელით და გვარით იყო ჩაწერილი ბიძინა ივანიშვილი.  საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენები არ იყოს მმართველ პარტიაზე და შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტებზე.  რაც შეეხება სანქციებს, ამ თემამ რამდენჯერმე წამოიწია. თუ დადასტურდება, რომ ვინმე საქართველოში ხელს უწყობს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ცხადია, უნდა დასანქცირდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას დასავლეთი მიიღებს. აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა კელი დეგნანმა  თქვა და ეს მნიშვნელოვანია, რომ ამაზე წინასწარ საუბარი არ ხდება. 

- პერიოდულად „ქართული ოცნება“ „თითო ბარტყს გადმოაგდებს“  - ასეთია  პროკურორის არჩევის წესი, ასევე სახალხო დამცველის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არის არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზედაც ჯერ წინსვლა არ არის, რა შეფასებას მისცემთ ამ პროცესს?

- რაც არის დადებითი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, ცხადია, ამის აღიარების პრობლემა არავის გვაქვს.  პირიქით, ძალიან გაგვიხარდება, გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით მაღალი ქვორუმით არჩევა ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.  სახალხო დამცველთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, კარგი იქნებოდა ძალიან ფართო სამოქალაქო ჯგუფების მიერ კანდიდატების ნომინირება და შემდეგ პოლიტიკოსებმა იმსჯელონ ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, შეირჩეს პროფესიონალი,  დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პიროვნება. მე-12 რეკომენდაციაში წერია,  რომ პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური უნდა იყოს.  პროცესი, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციები ვთავაზობთ, არის სწორედ ასეთი. იმდენად განსხვავებული სამოქალაქო ჯგუფები ვართ, რომ რეალურად შეთანხმება ვინმეს სასარგებლოდ, ცხადია, არ იქნება. მთავარია,  ადამიანის უფლებების დამცველი,  დამოუკიდებელი კანდიდატის ნომინირება, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების გადასაწყვეტი იქნება. ჩვენ თვალს მივადევდებთ და შევაფასებთ პროცესს. სახალხო დამცველის არჩევას საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც ერთ პარტიას არ გააჩნია.  

- როგორ ფიქრობთ რამდენად მოსალოდნელია სხვა რეკომენდაციების შესრულების მიმართულებითაც დაიძრას ყინული, მათ შორის სასამართლო სისტემისა და საარჩევნო სისტემის რეფორმირების კუთხით? 

- სასამართლო არის ალბათ, რეალურად, N1 პრობლემა. სასამართლო რომ იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, მერე სხვა პრობლემებიც მოგვარდებოდა. სასამართლო არის მთავარი პრობლემა, თუნდაც  კარგი არჩევნების ჩასატარებლად.  მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით ჯერჯერობით წინგადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხს, როგორც იცით, მასში ჩვენ არ ვმონაწილეობთ და ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებების მიღება ხდება ამ მიმართულებით. თუმცა ის,  რომ პროცესი არ არის ინკლუზიური, პრობლემას წარმოადგენს. საუბარი არ არის მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვებაზე, ზოგადად, სამუშაო ჯგუფების შეზღუდვა იმთავითვე პრობლემა იყო.და ბოლოს, რა გადაწყვეტილებაც უნდა იყოს მიღებული, თუ არ იქნება კონსესუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ცხადია, ეს ნეგატიურად აისახება შედეგზე. ევროკავშირი ჩვენგან მოელის კონსესუსს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები