ეკა გიგაური - მსოფლიოს ომი აქვს გაჩაღებული ოლიგარქების წინააღმდეგ, ამ ომსა და სანქციებში მოყვება აბსოლუტურად ყველა, არავინ არ იქნება დაცული

მსოფლიოს ომი აქვს გაჩაღებული ოლიგარქების წინააღმდეგ, ამ ომსა და  სანქციებში მოყვება აბსოლუტურად ყველა, არავინ არ იქნება დაცული, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და კორუმპირებული ჩინოვნიკები ძალიან კარგად ხვდებიან მოახლოებულ საფრთხეს.  

"ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რა ხდება მსოფლიოში. მსოფლიოს აქვს გაჩაღებული ომი ოლიგარქების წინაამღდეგ, ამ ომსა და  სანქციებში მოყვება აბსოლუტურად ყველა, არავინ არ იქნება დაცული. ამას ბიძინა ივანიშვილიც  ძალიან კარგად ხვდება. ეს ტალღა მოდის და მასში მოხვდება აბსოლუტურად ყველა, ვინც კი შეიძლება რამე კავშირში იყოს პუტინთან და რუსეთის ომთან. ამის ძალიან ეშინია არა მხოლოდ ივანიშვილს, ეშინია მის გარემოცვასაც.  წლების განმავლობაში მათ კი აძლევდა ივანიშვილი საშუალებას რომ გამდიდრებულიყვნენ, მაგრამ  ეგონათ, რომ ივანიშვილი იქნებოდა მათი გარანტორი. დღეს ისინი ხედავენ, რომ შეიძლება ისეთი რამ  გააკეთოს დასავლეთმა,  რომ ივანიშვილი მათი გარანტორი აღარ იქნება. ის ფული, რაც მათ აკეთეს და ის ბედნიერი  ცხოვრება, რაც ჰქონდათ, ფაქტობრივად,  დაკარგონ. ამიტომ ამზადებენ საზოგადოებას იმისთვის, რომ როდესაც დასავლეთიდან ძალიან მკაცრი ღონისძიებები წამოვა, მოამზადონ საფუძველი იმის სათქმელად, რომ ისინი ჩვენს შიდა საქმეებში ერევიან“,  - განაცხადა გიგაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები