პაატა მანჯგალაძე - დავადასტურებთ, რომ "ქართული ოცნების“ ლიდერები პირდაპირ კავშირზე იმყოფებოდნენ რუსეთის უშიშროებასთან

ჩვენ დავიწყებთ ამ ტიპის საქმეების გამოძიებას და დავადასტურებთ, რომ "ქართული ოცნების“ ლიდერები პირდაპირ კავშირზე იმყოფებოდნენ რუსეთის უშიშროებასთან, - ამის შესახებ Front News-ს "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, უშიშროების შეფის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის  მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ მას მტკიცებულებები არ მოყოლია,  გამორიცხული არაა, სიმართლესთან კავშირში იყოს.   

"ამ ტიპის განცხადებებს, რა თქმა უნდა, გამოძიება ჭირდება. ეს არ არის ვიღაცის მიერ ორღობეში ნათქვამი, სუს-ის უფროსის მოადგილის განცხადებაა.  ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნორმალურ ქვეყანაში მართლაც დაიწყებოდა ამაზე გამოძიება, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში დიდი მოლოდინი არ მაქვს. 

როცა შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ ვიქნებით ინიციატორები, რომ შეიქმნას ნამდვილი ეროვნული უშიშროება. ჩვენ დავიწყებთ ამ ტიპის საქმეების გამოძიებას და დავადასტურებთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირდაპირ კავშირზე იმყოფებოდნენ რუსეთის უშიშროებასთან. სხვანაირად აუხსნელია, თუ რატომ ხდება, რომ  უკრაინა რეგიონში არის ჩვენი სტრატეგიული მხარდამჭერი და მასთან ურთიერთობა „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, „ცივი ომის“ მდგომარეობაში გადაიყვანა. მთავარ სამიზნედ ამოიღო აშშ და მისი ელჩი საქართველოში. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება "ქართული ოცნების" მტრული და რუსული ქმედების“, - განაცხადა მანჯგალაძემ. 

მისივე თქმით, საკითხის გამოძიებასთან დაკაშირებით კოლეგების მიერ დასმულ ნებისმიერ ინიციატივას, მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, მხარს დაუჭერენ. 

"კოლეგების ნებისმიერ ინიციატოვას დავუჭერ მხარს, თუმცა არ მგონია, „ქართული ოცნების“ პირობებში საგამოძიებო კომისიის შექმნით რაიმე შედეგზე გავიდეთ, თუმცა ამ ინიციატივასაც დავუჭერ მხარს“- განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები