პეტრე ცისკარიშვილი - გავა 2 კვირა, ყველას მიავიწყდება და თაროზე შემოდებული საქმეც კი არ იარსებებს

გავა 2 კვირა,  ეს საქმე ყველას მიავიწყდება და თაროზე შემოდებული საქმეც კი არ იარსებებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის გაჟღერებული ბრალდებების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას.

"მნიშვნელოვანია, რომ მართლაც დაუჭირონ დეპუტატებმა ამ ინიციატივას მხარი და შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში. ამათი ტაქტიკა ხომ ვისწავლეთ ამ 10 წლის განმავლობაში, რაღაც თემა აიწევა, შემდეგ გავა ერთი დღე,  ორი დღე ან 2 კვირა და ყველას  მიავიწყდება ეს საქმე, ცხადია, თაროზე შემოდებული საქმეც კი არ იარსებებს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები