გიგა ბოკერია - ივანიშვილი და მისი გარემოცვა სანქციებს იმსახურებს, ოღონდ ეს არაა ჩვენს ხელში

გარდა იმისა, რომ ჩანაწერი იქნება, რომ "მე ვღალატობ ჩემს სამშობლოს“, ამის გარდა, სხვა ყველაფერი გაკეთებული აქვთ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, ახალი გარემოებების გაჩენის მიუხედავად, აქამდეც ცნობილი იყო, რომ ქვეყანას კოლაბორაციონისტი ხელისუფლება ჰყავს.  

"არსებითად ჩვენ ვიცით, რომ მოღალატე, კოლაბორაციონისტი ხელისფლება გვყავს. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, კარგა ხანია, ნათელი იყო, რომ ამ გზით მიდიან, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ამ ხალხმა თქვა, რომ აშშ-ს ელჩი გვამხობსო. ომი მოგვთხოვესო და უარი რომ უთხრა გმირმა ბიძინამ, გვამხობენო. უნდა რუსეთთან ვიყოთ კარგადო და მთელი პროპაგანდა აწყობილია უკრაინის და დასავლეთის დემონიზაციაზე. გარდა იმისა, რომ ჩანაწერი იქნება, რომ "მე ვღალატობ ჩემს სამშობლოს“, ამის გარდა, სხვა ყველაფერი გაკეთებული აქვთ“, - განაცხადა ბოკერიამ. 

მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს. 

რაც შეეხება სანქციებს, ბოკერია აცხადებს, რომ ამაზე საუბარი შედეგს ვერ მოიტანს. 

"ივანიშვილი და მისი გარემოცვა სანქციებს იმსახურებს, ოღონდ ეს არაა ჩვენს ხელში.  საერთაშორისო კონიუქტურა ასე სწრაფად არ მოქმედებს.  ამას შეიძლება დაჭირდეს დიდი დრო. ამდენად, ჩვენი პროპაგანდა რომ დღეს თუ არა ხვალ იქნება სანქციები, კონტრპროდუქტიულია, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სადღაც გადაწყდება ჩვენი ბედი და მერე ჩვენ მოვიგებთ აქ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები