ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციად წოდებული პარტიების ნაწილი რატომ ისულელებს თავს და რატომ ატყუებს საკუთარ მხარდამჭერებს, ნაკლებად მესმის

ან იბრძვი რიგგარეშე არჩევნებისთვის და ასე ემზადები. ან არ იბრძვი და ეგუები. ყველაფერი დანარჩენი ტყუილია, - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

"აზრი არ აქვს რიგგარეშე არჩევნებს" ხალხზე.

ამ დღეების განმავლობაში ბევრი არგუმენტი მოვისმინე რატომ არ უნდა ვითხოვდეთ რიგგარეშე არჩევნებს. ერთი არგუმენტი რომელიც ორივე მხრიდან ისმის - ‘რა დროს ესაა, ახლა ამის დრო არაა, ახლა 12 პუნქტი გვაქვს შესასრულებელი’

ივანიშვილის მსახურების მხრიდან ეს არგუმენტი გასაგებია, ტრადიციულად დროის მოგება, მოტყუება და გადაგდება უნდათ.

აი, ოპოზიციად წოდებული პარტიების ნაწილი რატომ ისულელებს თავს და რატომ ატყუებს საკუთარ მხარდამჭერებს თითქოს არსებობდეს სცენარი, სადაც ივანიშვილს რჩება ძალაუფლება და თან გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, წესიერი არჩევნები, დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნაკლებად მესმის. ზოგადად არასოდეს მესმოდა რა ხიბლი აქვს ასეთი ამ საპარლამენტო სკამს.

სხვა არგუმენტები, რაც მომხვდა თვალში:

1. არავის აწყობს ახლა რიგგარეშე არჩევნები

ეს ძალიან მაგარია. მაგაზეა? გაწყობს თუ არ გაწყობს? თუ გაწყობს, ასწორებს, ჩავატაროთ. თუ არ გაწყობს, მაშინ დაე მუდამ იყოს ის ბრძენი კაცი?

მე მაწყობს. თუნდაც გიჟი ვიყო. თუ მაგაზეა, მაშინ აგერ ვარ. მე მაწყობს, იმიტომ რომ უსამართლობას, უიმედობას და უთავმოყვარეობას მირჩევნია

2. რა აზრი აქვს, 2023-ის გაზაფხულზე რომც დაინიშნოს, მერე 1.5 წელში ისევ არჩევნებია

ესეც ძალიან მაგარია. 10 წელია გვტ$%^&ენ და ბარემ 1.5 წელი რაღა გახდა. გავუძლებთ, შეჩვეული ვართ რავი, მე არ მაწყობს. ჩემთვის თითოეულ თვეს, კვირას და დღეს აქვს მნიშვნელობა. 1.5 წელში უამრავი რამ შეიძლება მოხდეს. კარგიც და ცუდიც. ივანიშვილის ხელში - მხოლოდ ცუდი. ჰოდა რატომ? რა მაზოხიზმია?

3. რიგგარეშე არჩევნებს სჯობს მოვემზადოთ 2024-ის არჩევნებისთვის

არ სჯობს. დროს ვკარგავთ. უზურპატორი ნაბიჭვრები გვაზიან თავზე, რომლებიც იმყარებენ ძალაუფლებას. დაზეთილი დეზინფორმაციით სულ უფრო მეტ ადამიანს აჯერებენ, რომ დასავლეთი გვაიძულებს რუსეთთან ომში ჩართვას, ანუ დასავლეთი ცუდია. ქვეყანა იცლება აზრიანი ადამიანებისგან და აქ ამომრჩეველი აღარ რჩება. სულ უფრო ვშორდებით ნატო/ევროკავშირს. სიღარიბეში ვიხრჩობით.

არა, არ სჯობს.

მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ‘მომზადება’ რა გგონიათ? ანუ რა უნდა ვაკეთოთ? ‘რეგიონებში გავიშალოთ’? ‘მეტი ველაპარაკოთ ხალხს’? თუ რომელი ყავლგასული ტყუილი უნდა გავიმეოროთ?

მომზადება არის ბრძოლა. სხვა მომზადება არ არსებობს. ან იბრძვი რიგგარეშე არჩევნებისთვის და ასე ემზადები. ან არ იბრძვი და ეგუები. ყველაფერი დანარჩენი ტყუილია.

ჩემი დაკვირვებით, ხალხი რომელიც ასეთი არგუმენტებით მოძრაობს, ‘რიგგარეშე არ გვაწყობს’, ‘რა აზრი აქვს’ და სხვა, სინამდვილეში მზადაა 2024-ის მერეც გააგრძელოს ბიძინას უღელქვეშ ცხოვრება

არ აქვთ პრობლემა. არც მეტის ამბიცია. არც რწმენა. კარგად არიან", - წერს ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები