ხათუნა სამნიძე - "ქართული ოცნებაა“ ძალა, რომელსაც ატანა არ აქვს განსხვავებული აზრის

"ქართული ოცნებაა“ ძალა, რომელიც თვლის,  თურმე სადავეები უნდა ეჭიროს ხელში თავმჯდომარეს,  ან სპიკერს და არავინ განსხვავებული აზრი უნდა წარმოითქვას, - ასე ეხმიანება "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელს ხათუნა სამნიძეს სადავეები გაექცა ხელიდან  და  "საკვირველად დესტრუქციული“ გახდა "სტრატეგია აღმაშენებელი“.

სამნიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს სურს განხეთქილება შეიტანოს  ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში. 

"ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი შედგება ორი სხვადასხვა პარტიისგან, დამოუკიდებელი დეპუტატისგან და ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა იქნება. გამოწვევაა აზრთა სხვადასხვაობა, კარგია კიდეც ეს, მაგრამ ძალიან მძიმეა,  როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე სხვის დავალებებს ასრულებს და ნებსით თუ უნებლიეთ თავისი პარტიის მმართველობის სტილს ამხელს.  კითხვაა - რატომ სურს შალვა პაპუაშვილს, რომ ეს ჯგუფი დაიშალოს? მათ არ სურთ საერთოდ მაგალითი არსებობდეს ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობის. 

"ქართული ოცნებაა“ ძალა, რომელსაც ატანა არ აქვს განსხვავებული აზრის და თვლის, რომ თურმე სადავეები უნდა ეჭიროს ხელში თავმჯდომარეს,  ან სპიკერს და არავინ განსხვავებული აზრი უნდა წარმოითქვას“, - განაცხადა სამნიძემ.   

პოლიტიკურ ჯგუფში  „რეფორმების ჯგუფის“ შემავალ პარტიებს განსხვავებული პოზიცია აქვთ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, „რესპუბლიკელებისაგან“ განსხვავებით "სტრატეგია აღმაშენებელი“ პროცესს უნდობლობას უცხადებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები