თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ რუფოთში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან, ასევე რუფოთისა და ღვანკითის მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა ჭანკვეტაძესთან ერთად, სოფელ რუფოთში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა, მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"მინდა მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარები სრულყოფილი ცოდნის მისაღებად. გისურვებთ, რომ თითოეული თქვენგანისთვის ეს წელი იყოს მშვიდობიანი და წარმატების მომტანი. თერჯოლის მუნიციპალიტეტში სასწავლო წელს ახალ გარემოში ორი საჯარო სკოლა დაიწყებს, სკოლის ახალი შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კეთილმოწყობილი და  ადაპტირებულია. პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, დაგეგმილია ოთხი საჯარო სკოლის სრული განახლება.

ვფიქრობ, ეს არის უდიდესი ინვესტიცია, რომელიც მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაშია ჩადებული“, - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა. შენობის შიდა ნაწილში დამონტაჟებულია ლიფტი, ხოლო შენობის გარეთ პანდუსი მოეწყო, რაც შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდნენ.

დღესვე ხელმძღვანელი პირები თერჯოლის #2 და ძევრის საჯარო სკოლებშიც იმყოფებოდნენ, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ფარგლებში სოფელ ძევრში ახალი  საჯარო სკოლა აშენდება. სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროცესს კომფორტულ და ღირსეულ გარემოში გააგრძელებენ.

ღონისძიებას თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ასევე ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს წევრი, ნინო ჩხიკვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

უახლესი ამბები