გიგი უგულავა - კობახიძემ იგივე თქვა, რასაც ამბობს პუტინი, რომ უკრაინა რუსეთისთვის იგივეა, რაც საქართველოსთვის აფხაზეთი

ამ გამონთქვამით მან იგივე თქვა, რასაც ამბობს პუტინი, რომ უკრაინა რუსეთისათვის იგივეა, რაც საქართველოსთვის აფხაზეთი, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

უგულავას თქმით, კობახიძის ეს განცხადება არის სახელმწიფოს ღალატის გამოხატულება. 

"ამ გამონთქვამით მან იგივე თქვა, რასაც ამბობს პუტინი, რომ უკრაინა რუსეთისათვის იგივეა, რაც საქართველისთვის  აფხაზეთი.  ამას ამბობს პუტინი, რომ უკრაინა ჩემია რუსეთისაა,  რომ უკრაინა სახელმწიფო არ არის. რა შედარება იყო ეს? რუსეთი მოძალადეა იქ, აქ ჩვენ ვართ მსხვერპლი.

ეს განცხადება არის მავნებლობა და „ქართული ოცნების“  ყველა გამონათქვამი არის სახელწიფოს ღალატის გამოხატულება, ამიტომ შეუძლებელია მათთან უკვე საუბარი. შეუძლებელია კობახიძეს რამეზე ელაპარაკო, რადგან ადამიანებს ჩაბარება აქვთ უკვე გადაწყვეტილი“, - განაცხადა გიგი უგულავამ 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები