კელი დეგნანი - სამოქალაქო ორგანიზაციები იმისთვის არ არსებობენ, რომ მმართველ პარტიას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე იდგნენ

ძალიან შთამბეჭდავია ის დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში მიაღწია, ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამოქალაქო საზოგადოებამ. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც მთავრობის ანგარიშვალდებულებას აკონტროლებენ. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც ატყობინებენ საზოგადოებას, ემსახურება თუ არა მთავრობის ქმედებები და საქმიანობა მათ საუკეთესო ინტერესებს. მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია "იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები, სხვა საელჩოები, მხარს უჭერენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებას, რადგან ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ ჯანსაღ დემოკრატიაში.

"თუ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ინფორმაცია ყველა ჩვენი გრანტის შესახებ საჯაროდაა ხელმისაწვდომი ვებგვერდზე: grants.gov. ალბათ, იგივე ითქმის სხვა ქვეყნების მთავრობებზეც, რადგან გვაქვს ვალდებულება ჩვენი გადასახადების გადამხდელთა წინაშე. ეს ისაა, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, ძლიერი დემოკრატიის განვითარების მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. 

ძლიერი დემოკრატიისთვის საჭიროა ძლიერი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ არიან მარგინალიზებული, რომლებიც სხვადასხვა პოზიციებს წარმოადგენენ, ზოგჯერ საპირისპირო პოზიციებსაც. ასევე საჭიროა სამოქალაქო სექტორის ძლიერი ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის კომფორტული არაა მმართველი პარტიისთვის. ისინი [სამოქალაქო ორგანიზაციები] იმისთვის არ არსებობენ, რომ მმართველ პარტიას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე იდგნენ. ისინი ქვეყნის მოსახლეობის სახელით მოქმედებენ. მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები მხარს უჭერს არა მხოლოდ პარლამენტის, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს, საქართველოს უსაფრთხოების ძალებისა და სამართალდამცავი ორგანოების განვითარებას, არამედ ასევე მხარს უჭერს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებას“, - განაცხადა ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები