პოდოლიაკი - ვინმეს კიდევ სურს "ომის გაყინვა" ტანკების გამოგზავნის ნაცვლად? არ გვაქვს უფლება, დავტოვოთ ხალხი მარტო ბოროტებასთან

ხარკოვის ოლქის განთავისუფლებულ იზიუმში მასობრივი საფლავების აღმოჩენის შემდეგ, არ შეიძკლება ვინმეს "ომის გაყინვის“ სურვილი ჰქონდეს. უკრაინას სჭირდება ტანკები, რადგან ის ებრძვის ბოროტებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

"450 საფლავი... ეს მხოლოდ ერთ-ერთი მასობრივი საფლავია, რომელიც იზიუმთან აღმოაჩინეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე თვეების განმავლობაში სუფევდა გიჟური საშინელება, ძალადობა, წამება და ხოცვა-ჟლეტა. ვინმეს კიდევ სურს "ომის გაყინვა" ტანკების გამოგზავნის ნაცვლად? ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავტოვოთ ხალხი მარტო ბოროტებასთან“, - წერს პოდოლიაკი.

იზიუმში მასობრივი საფლავი იპოვეს. დღეს ადგილზე საერთაშორისო ჟურნალისტები ჩავლენ.

გუშინ სოციალურ ქსელში მასობრივი საფლავის ფოტოები გავრცელდა. სურათებზე ნაჩვენებია ჯვრები, რომელთაგან ბევრი ჩამოგდებულია დაფებიდან. ზოგიერთ ჯვარს აქვს წარწერები - გვარები ან რიცხვები. ერთ-ერთ ჯვარზე წერია "უკრაინის შეიარაღებული ძალები, 17 ადამიანი, იზიუმი, მორგიდან". ზოგიერთი საფლავი ჯვრების გარეშეა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ იზიუმში განხორციელებული ნგრევა შეიძლება შევადაროთ ბოროდიანკას ნგრევას, ხოლო მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით - მინიმუმ ორ ბუჩას კიევის ოლქში. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">450 graves... Only one of the mass graves discovered near Izyum. For months a rampant terror, violence, torture and mass murders were in the occupied territories. Anyone else wants to &quot;freeze the war&quot; instead of sending tanks? We have no right to leave people alone with the Evil. <a href="https://t.co/YxGyOZfm1Y">pic.twitter.com/YxGyOZfm1Y</a></p>&mdash; Михайло Подоляк (@Podolyak_M) <a href="https://twitter.com/Podolyak_M/status/1570659190200500231?ref_src=twsrc%5Etfw">September 16, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>