NDI - 54%-მა არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას

NDI-ის კვლევის თანახმად, მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

მოქალაქეების უმეტესმა ნაწილმა არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

აგვისტოს მონაცემების თანახმად, შეკითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 25% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 8% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 13 – პროცენტი სხვა პარტიებს; 54%-მა გასცა შემდეგი პასუხები – არც ერთი პარტია, არ ვიცი, უარი პასუხზე.

NDI ასევე აღნიშნავს, რომ პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

NDI-ის ცნობით, მათი კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან–15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები