ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი იუბილარია

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი იუბილარია. ჰოსპიტალი ბავშვთა გულის პათოლოგიების სამკურნალოდ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით  26 წლის წინ დაარსდა. 1996 წლის 8 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო აპარატურა ჩამოიტანა.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დაარსება ჯო ენ მაკგოვენის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის სისტემის შექმნაში.

1996 წლამდე საქართველოში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობის შესაძლებლობა არ არსებობდა და ამ პრობლემით დაბადებული ბავშვების უმრავლესობა ზრდასრულ ასაკამდე ვერ აღწევდა. მათი გადარჩენის ერთადერთი გზა სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრება იყო.  ახალგაზრდა ქართველი ქირურგი ირაკლი მეტრეველი, რომლის ოცნებაც საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიის დარგის დაფუძნება იყო, 1992 წელს აშშ-ში შეხვდა ამერიკელ ქალბატონს ჯო ენ მაკგოვენს, რომელმაც სურვილი გამოთქვა, სანკტ-პეტერბურგში უკვე მოქმედი ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრის ანალოგი საქართველოშიც შეექმნა. ენთუზიასტთა მონდომებამ და უცხოელი პარტნიორების თანადგომამ, შედეგი გამოიღო. საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული ბავშვებისთვის ახალი ერა დაიწყო.

პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის 1995 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად, საქართველოში ამერიკული ფონდის "განვკურნოთ მსოფლიო" ინიციატივა დაკმაყოფილდა და მაშინდელ ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა კარდიოლოგიის ცენტრის შექმნა დაევალა.

მალევე, 1996 წლის 16 სექტემბერს თბილისში ჯო ენის კლინიკა დაარსდა, როგორც ბავშვთა კარდიოლოგიისა და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. ამავე წელს გულის მანკით დაბადებულ ბავშვებზე პირველი ოპერაციები ჩატარდა. მომდევნო წლიდან კლინიკური ლაბორატორია ამოქმედდა, ხოლო 1998 წელს გულის თანდაყოლილი პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტთა ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამსახური შეიქმნა.

1999 წელს ჯო ენის სამედიცინო ცენტრმა დამოუკიდებლად შექმნა უფასო დონორობაზე დამყარებული ე.წ. უსაფრთხო "სისხლის ბანკი“.

2000 წელს ცენტრს მოზრდილთა გულსისხლძარღვთა ქირურგიისა და გადაუდებელი კარდიოლოგიის განყოფილება დაემატა, რომელშიც 2003 წლიდან ანგიოკარდიოგრაფიული ლაბორატორია ფუნქციონირებს.

2006 წლიდან ცენტრში მოქმედებს სიცოცხლის ექსტრაკორპორული შენარჩუნების/ELSO პროგრამა. ამავე წელს ცენტრში არითმოლოგიის სამსახური შეიქმნა.

2022 წელს ჯო ენის სამედიცინო ცენტრის პარტნიორი “ევროპის უნივერსიტეტი” გახდა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეწოდა. ჰოსპიტალი უკვე "ევროპის უნივერსიტეტის“ ბაზაა, სადაც კლინიკის ექიმები უნივერსიტეტის სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ორიენტირებულია საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაზე და მისი მიზანია მაღალტექნოლოგიური მედიცინის ისეთი დარგების განვითარება, რომელთა სერვისის მიღება დეფიციტურია ქვეყნის მოსახლეობისათვის.

უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - ერთადერთი არაკომერციული კლინიკა საქართველოში, წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში. ეს კი, რეალურად 600-მდე გადარჩენილი  პატარის სიცოცხლეა ყოველწლიურად.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა იუბილესთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ფილმი განათავსა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები