ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული გვარდიის ინიციატივით, სწავლება “რაჭა 2022” გაიმართა

17-18 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული გვარდიის ინიციატივით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უწყებათაშორისო სწავლება “რაჭა 2022” გაიმართა.

სასწავლო პროცესში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ონის მუნიციპალიტეტი, ააიპ “გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“, ააიპ “ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“. ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თეორიული და სიტუაციური სწავლება ეროვნული გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების შესაბამისმა სპეციალისტებმა ჩაატარეს.

თეორიული სწავლებისას სპეციალისტებმა ისაუბრეს, რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების, საგანგებო სიტუაციებში მუნიციპალიტეტის მხარდამჭერი ღონისძიებებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაში ეროვნული გვარდიის მნიშვნელობაზე.ინსცენირებული სიტუაციური სწავლება ღარის ადმინისტრაციულ ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაიმართა, სწავლების მიზანი საგანგებო სიტუაციის ზონაში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებას წარმოადგენდა.

პროექტი - “რაჭა 2022” საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უწყებათაშორისო სწავლება, მიმდინარე წლის ივლისის თვეში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე დაიგეგმა, სადაც საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა - ლევან გუგენიშვილმა დეტალურად განმარტა სწავლების მიზნები, მხარდაჭერისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრის სქემა და მუნიციპალიტეტის ჩართულობის აუცილებლობა სხვადასხვა სტიქიური მოვლენების დროს.

საველე სიტუაციური სწავლების დასასრულს, პროექტის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის მერს - სერგი ხიდეშელს პროექტის “რაჭა 2022” მხარდაჭერისა და მისი განხორციელების პროცესში თანადგომისთვის.

ასევე, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, სწავლების ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით, უმნიშვნელოვანესია მსგავსი აქტივობების ჩატარება მუნიციპალიტეტში, რათა კრიზისების დროს მოხდეს სწორი კოორდინაცია და მათი უმოკლეს დროში აღმოფხვრა. 

სწავლებას ესწრებოდნენ, მოწვეული სტუმრები, SNGP-ის კრიზისების მართვის ინიციატივის ლიდერი პოლკოვნიკი სუსან კრისტენსენი, საფრანგეთის  ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კაპოსი, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი მაიორი დანიელ სეკულა, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების წარმომადგენელი მაიორი ზაქ ქასელი და აშშ-ის სამოქალაქო ურთიერთობების ჯგუფის ლიდერი კაპიტანი იან გრიფიტი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები