ანრი ოხანაშვილი - როგორც ჩანს, ამ ადამიანებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ კანონპროექტი არ მოემზადებინათ

როცა უკრაინული მოდელი დაამუშავეს, მიხვდნენ, რომ კანონის ფარგლებში მათთან დაახლოებული თუ აფილირებული პირები მოხვდებიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

"რაც შეეხება დეოლიგარქიზაციაზე ოპოზიციის პოზიციას, რომ ცვლილებებს არ წარმოადგენენ, ეს იმას ნიშნავს, რომ როცა უკრაინული მოდელი დაამუშავეს, მიხვდნენ, რომ კანონის ფარგლებში მათთან დაახლოებული თუ აფილირებული პირები მოხვდებიან. ისინი, ვინც მათ ფინანსურად მხარდაჭერას უცხადებენ. როგორც ჩანს, ამ ადამიანებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ კანონპროექტი არ მოემზადებინათ. როგორც ჩანს, მათთვის უსიამოვნო აღმოჩნდა იმ კანონის რეგულირების ქვეშ მოქცევა, რომელიც მათ წარმოედგინათ. დეოლიგარქიზაციაზე ერთადერთი მოდელია უკრაინული და გაწერილია კრიტერიუმები, ვინ შეიძლება იყოს ოლიგარქი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ღია საზოგადოების ფონდის ოფისში „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ოპოზიციის წარმომადგენლები სავარაუდოდ ცალკე არ დაარეგისტრირებენ: „გავიზიარეთ სამოქალქო სექტორის პოზიცია და სავარაუდოდ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ჩვენი მხრიდან პარლამენტში არ დარეგისტრირდება“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები