ალექსანდრე დარახველიძე - თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ ძლიერი შეიარაღება, დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები

"ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და თავს კარგად  გრძნობენ,  - ამის შესახებ  შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ სპეცოპერაციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.   

"ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და თავს კარგად  გრძნობენ. თავდამსხმელი დაკავებულია. დიდი მადლობა ყველა პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც მაღალპროფესიულად ჩაატარეს ეს ღონისძიება. მიუხედავად მრავალსაათიანი ღონისძიებისა, ყველაფერი დასრულდა წარმატებით“,- განაცხადა დარახველიძემ.  

კითხვაზე, იყო თუ არა  თავდამსხმელი დაცვის ყოფილი თანამშრომელი, დარახველიძე აცხადებს, რომ მოქმედი თანამშრომელი არ არის, დანარჩენი ინფორმაცია კი მოგვიანებით გავრცელდება. 

მისი თქმით, თავდამსხმელმა პოლიციას  დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია.     

"თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ ძლიერი შეიარაღება, დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები, დანიშნულია ექსპერტიზა.  ის არის დაკავებული, მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცედურო მოქმედებები“,- განაცხადა დარახველიძემ.

37 წლის გრიგოლ ნარსიას 12 ადამიანი 9 საათზე მეტ ხანს მძევლად ჰყავდა აყვანილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები