კახა კალაძე - ამ სისულელეზე, რასაც ეს ადამიანი ამბობს, რა შეფასება უნდა გავაკეთო

უკვირთ, როცა მმართველი პარტია ამ ადამიანებს პოლიტიკოსებად იხსენიებს. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ არასამთავრობოებთან, ჩვენ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს შინაარსობრივად არასამთავრობო ორგანიზაცია და რით უნდა იყოს დაკავებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

"არ ვიცი, ამ განცხადებას რა დავარქვა. როდესაც საზოგადოება ისმენს ამ ყველაფერს და შემდეგ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ამ ადამიანებს უკვირთ. ასევე უკვირთ, როდესაც მმართველი პარტია აკეთებს შეფასებებს და ამ ადამიანებს იხსენიებს, როგორც პოლიტიკოსებად. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ არასამთავრობოებთან, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს შინაარსობრივად არასამთავრობო ორგანიზაცია, რას უნდა აკეთებდეს, რით უნდა იყოს დაკავებული. მათი განცხადებები ჩვეულებრივად არის პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მაგვარი. ამ სისულელეზე, რასაც ეს ადამიანი ამბობს, რა შეფასება უნდა გავაკეთო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორმა ეკა გიგაურმა ხელისუფლებაზე საუბრისას განაცხადა: „ცდილობენ, რომ ჩვენი ხალხი იყოს ღარიბი, იმიტომ, რომ როცა ადამიანები არიან ღარიბები, მათი მანიპულაცია არჩევნების დროს არის ძალიან მარტივი. ძალიან მარტივია, რომ დააჯერო მათ მართლა სიგიჟეებს, რომ ვიღაცას ომი უნდა“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები