თამარ კორძაია - დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და გადაწყვიტონ, რა სახის ღონისძიებების გატარება შეგვიძლია

დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და გადაწყვიტონ, რა სახის ღონისძიებების გატარება შეგვიძლია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთიდან დიდი რაოდენობის ადამიანების შემოდინება არა მხოლოდ საქართველოსთვის წარმოადგენს პრობლემას. 

"ის ადამიანები, ვისაც არ უნდათ უკრაინელების წინააღმდეგ  ომში მონაწილეობა, გარბიან ქვეყნიდან. ეს მარტო საქართველოსთვის არა, თურქეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც არის პრობლემა, რომლებსაც ლტოლვილების სახით, რუსეთის მოქალაქეები მიაწყდებიან, ამიტომ მგონია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, და გადაწყვიტონ, რა სახის ღონისძიებების გატარება შეგვიძლია ამ გლობალური გამოწვევის ფარგლებში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები