ინალ არძინბა - აშშ "მეორე ფრონტის“ გახსნის მიზნით საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს

აშშ მოუწოდებს საქართველოს მორიგი ავანტიურის გადადგმისკენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ამერიკის საელჩო თბილისში და აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID).

არძინბას თქმით, ჯონ პენელი, რომელიც ადრე მუშაობდა უკრაინასა და ლიბიაში, აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა.

"მან საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უკვე დაიწყო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მათ მორიგი სამხედრო ავანტიურა გაატარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ - ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა. ამასთან, ამის პარალელურად, პენელის დანიშვნის შემდეგ, გააქტიურდა მუშაობა საქართველოს მთავრობის 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიის "ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ განხორციელებაზე“, - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

დასავლურ სტრუქტურებზე საუბრისას არძინბამ განაცხადა, რომ ისინი ყველა სხვადასხვა ქვეყანაში ერთი პრინციპით მუშაობენ - ყველაფერი ჰუმანიტარული ქმედებებით იწყება და სახელმწიფო გადატრიალებით მთავრდება.

არძინბამ კომენტარი გააკეთა "რეგიონულ კონფლიქტებზეც" და "ევრაზიის რეგიონში გაზრდილ გეოპოლიტიკური დაძაბულობაზე“ ისაუბრა.

"დაძაბულობის საკვანძო პუნქტი რჩება, რა თქმა უნდა, დონბასი და უკრაინა. გარდა ამისა, შეშფოთებას იწვევს ბოლოდროინდელი სასაზღვრო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სიტუაცია მთიან ყარაბაღში, ასევე ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი. ბოლო კვირების მოვლენებმა ამ კონფლიქტურ ზონებში ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, - განაცხადა არძინბამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები