გიორგი ბოტკოველი - როგორ შეიძლება ხელისუფლება თავს იწონებდეს იმით, რომ უფრო მეტი სოციალური დახმარება დაენიშნათ ადამიანებს

თქვენი ხელისუფლების პირობებში, თქვენი სამინისტროს მმართველობის პირობებში ადამიანები უფრო და უფრო მეტად ღარიბდებიან და ადამიანები გარბიან ამ ქვეყნიდან, სხვა მეტი არაფერი, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს.

"ჩვენ რამდენჯერმე შეხვედრა გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, მინისტრის მოადგილე ქალბატონ თამართან. ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიცია, კითხვებიც, მაგრამ ამომწურავი პასუხი ნამდვილად ვერ მივიღეთ იმ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ ერთხელ არაერთმა გამომსვლელმა თქვა ეს და კიდევ ერთხელ ვასაბუთებთ, რომ ეს არის პროგრამა პოლიტიკურ მიზნებს მორგებული. 

აქ არ არის საუბარი იმაზე, ადამიანებს უნდა დაეხმაროს თუ არ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო. აქ არის საუბარი იმაზე, რამდენად პოლიტიკური პარტია ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს და ძალიან ბევრი ის ადამიანი, ათასეულობით ადამიანი, რომლებიც ამ პროგრამაშია ჩართული დღეს აი ამ დისკუსიას თუ მოისმენენ, მხოლოდ მას შემდეგ გაიგებენ, ისინი რომ იღებენ 300 ლარი ხელფასს, ეს 300 ლარი სახელმწიფოს ფულია და არა “ქართული ოცნების” შტაბის მიერ გადახდილი ფული. იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე ამ ადამიანების შერჩევა ხდება “ქართული ოცნების” შტაბებში. ამაში ჩართულია პარტიული სტრუქტურა და სრულად აკომპლექტებს ის და აი ეს სტატისტიკაც, ეს რაოდენობებიც, რომელიც მოცემულია აქ  და თქვენს მიერ მოწოდებული რაოდენობებია, ზუსტად ამას ადასტურებს. 

რითი უნდა იყოს დაკავებული დასაქმების სააგენტო? დასაქმების სააგენტო დაკავებული უნდა იყოს იმითი, რომ უნივერსიტეტებში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, უკვე დამამთავრებელ სტუდენტებთან უნდა იყვნენ მაქსიმალურად კომუნიკაციაში, რომ ისინი ამის შემდეგ სად გააგრძელებენ საკუთარ სამუშაოს, სად გააგრძელებენ მუშაობას და ამ ყველაფერში უნდა შეუწყონ ხელი და არა იმაში, რომ შემდეგ ვინმე გაჭირვებულ ადამიანს დამატებით ფულს გადაუხდი, რომ შემდგომ პოლიტიკური მიზნებისთვის მოისყიდო თუ არ მოისყიდო. 

ალბათ, ეს ის პროგრამაა, რომელიც ჩემმა კოლეგამ, დავით კირკიტაძემ მოგასმენინათ, რასაც ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა ამ ქვეყნის მოსახლეობას, რომ ექნებოდათ უფასო ფული. ეს არის ალბათ, ის უფასო ფული, მაგრამ იმ უფასო ფულს საკუთარი შემოსავლებიდან პირდებოდა და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელსაც თქვენ წევთ ამ შემთხვევაში და კიდევ ერთხელ ვამბობ, ხშირ შემთხვევაში შერჩეულები არიან “ქართული ოცნების” სასარგებლოდ აქტიური პირები. 

ვისი ინიცატივა იყო ეს პროგრამა? ამ მარტივ კითხვაზე გამეცით პასუხი მერე თქვენს გამოსვლაში. თქვენი, როგორც ახალი მინისტრის ინიციატივა იყო ეს თუ პრემიერ-მინისტრის, რომელიც ძირითადად სწორედ ესეთი ინიციატივებით არის დაკავებული.

როგორ შეიძლება ხელისუფლება თავს იწონებდეს იმით, რომ უფრო მეტი სოციალური დახმარება დაენიშნათ ადამიანებს და წლიდან წლამდე იზრდება სოციალური ადამიანების რაოდენობა და ამით იწონებენ თავს ადგილზეც თქვენი წარმომადგენლები. ჩვენს დროს თურმე ნახევარი მილიონი იყო სოციალური დახმარება და ახლა, “ქართული ოცნების” დროს 680 000. ეს არის თქვენი პოლიტიკა, მეტი არაფერი - მდიდრდებიან ჩინოვნიკები და ადამიანები ყოველდღიურად ღარიბდებიან და ამ 300 ლარზე გინდათ, რომ მუდმივად მოსყიდულები იყვნენ და ამით ხელი შეუწყოთ იმას, რომ ნებისმიერი არჩევნების დროს დამატებით კიდევ ვინმეს გროშს გადაუგდებთ და ამით შეეცდებით, რომ თქვენ ხმები მიიღოთ.  

წინა გამომსვლელმა თქვა, რომ წალენჯიხაში 1341 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ იქ პოლიტიკურად რთული სიტუაცია გაქვთ და წალენჯიხაში დაასაქმეთ უფრო მეტი ადამიანი. მაგრამ მართლა მაინტერესებს, ამ თელავმა რა დაგიშავათ, იქ რომ მხოლოდ 80 ადამიანი არის დასაქმებული, იქაც ცუდი სიტუაცია გაქვთ და იქნებ იქაც იაქტიუროთ და მეტი ადამიანი დასაქმდეს, რომ თქვენი ამ კანონდამრღვევი პროგრამის საფუძველზე მეტმა ადამიანმა მიიღოს შემოსავალი, სხვა სარგებელი მაინც არაფერი არ აქვთ თქვენგან, რომ ეკონომიკა გაზრდილიყო და ადამიანებს საშუალება მისცემოდათ მეტი შემოსავლის მისაღებად. 

ეს არის ყველაფერი, რაც შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ და მთავარი არის ერთი რამე, თქვენი ხელისუფლების პირობებში, თქვენი სამინისტროს მმართველობის პირობებში ადამიანები უფრო და უფრო მეტად ღარიბდებიან და ადამიანები გარბიან ამ ქვეყნიდან, სხვა მეტი არაფერი", - განაცხადა ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები