უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 56 300 (+240) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 24.09-მდე: ტანკები - 2 262 (+8), ჯავშანტექნიკა - 4 807 (+11), საარტილერიო სისტემები - 1361 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 327 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 170 (+0), თვითმფრინავი - 255 (+1), ვერტმფრენები - 220 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 956 (+6), ფრთოსანი რაკეტები - 240 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 3 681 (+22), სპეციალური ტექნიკა - 126 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.